Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტაჟირება სტუდენტებისთვის

სტაჟირება სტუდენტებისთვის
November 11
15:34 2018

ევროპროდუქტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი; მოლარე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით
ასაკი: შეუზღუდავი

ანაზღაურება (სტაჟიდან გამომდინარე მზარდი) : გრაფიკის მიხედვით ( კონსულტანტი: 350 – 475 — 550 – 700 / მოლარე: 400 – 600 – 800 )

სტაჟირება: ანაზღაურებადი (სტაჟირების წარმატებით გავლისა და ოფიციალურად თანამშღომლობის გაფორმების შემთხვევაში), ხანგრძლივობა დამოკიდებულია მხოლოდ კანდიდატის მონდომებასა და ათვისების შესაძლებლობაზე!

პიროვნული თვისებები:

შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სხარტი აზროვნება;
ანალიტიკური აზროვნება;
კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

აუცილებელი მოთხოვნები:

ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) ;
პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს პროდუქტის პრეზენტაცია;
  • მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
  • მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს კომპანიის დამატებითი მომსახურების შესახებ.
  • გაუწიოს მომხმარებელს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად;
  • ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
  • მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი;
  • ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
  • მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
  • მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
  • მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
  • მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი.
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და “subject”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 ნოემბერი.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია “M.G. Logistic” აცხადებს 4-თვიან სტაჟირებას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

სტაჟირების პირველი თვე არის არა ანაზღაურებადი და სტაჟიორები, რომლებიც გადავლენ შემდგომ ეტაპზე, მათთან გაფორმდება 3-თვიანი კონტრაქტი ანაზღაურებით 400-450 ლარი.

მოთხოვნები:

გოგონა 21-დან 35 მდე;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.

სამუშაო მოვალეობები:

  • ყოველდღიურ დოკუმენტურ ინფორმაციასთან მუშაობა, საქმისწარმოება;
  • ადმინისტრაციისათვის დაგეგმილი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
  • სხვადასხვა დოკუმენტაციის თარგმნა ქართულიდან ინგლისურად ან პირიქით;
  • შემომავალი მეილების შემოწმება, ფილტრაცია და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
  • მონაცემთა ბაზების შექმნა და ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა შერჩევის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა (ვაკანსიის გამოცხადება, კანდიდატთა შერჩევა, გასაუბრებების ჩატარება, საბოლოო რეკომენდაციის ჩამოყალიბება).

სამუშაო პირობები:

სამუშაო სრულ განაკვეთით 10.00-18.00 საათამდე.
ანაზღაურება ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: info@mglogistic.ge.  განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 6 დეკემბერი.

კომპანია „ჯი არ სი“ აცხადებს სტაჟირებას ლოჯისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ფეიქართა ქ. 14გ
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00

საქმიანობის აღწერა:

გაყიდული ტვირთის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა
გადაადგილების საბუთის გამოწერის უზრუნველყოფა
სატრანსპორტო საშუალების დატვირთვის კონტროლი
საწყობის ნაშთების მონიტორინგი
სატრანსპორტო კომპანიების მოძიება

ძირითადი მოთხოვნები:

Word, Excel, PowerPoint – ის სრულყოფილი ცოდნა
არითმეტიკის ცოდნა
ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა როგორც ზეპირი ასევე წერილობით კომუნიკაციისთვის.
ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა, ტექნიკური მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

სხვა მოთხოვნები:

ანალიტიკური აზროვნება და მათემატიკური უნარები
პასუხისმგებლობის გრძნობა
გუნდური მუშაობის უნარი
კარგი კომუნიკაციის უნარი
პუნქტუალური / ორგანიზებული
დეტალებზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

გასაოცარ სამუშაო ატმოსფეროს – ახალგაზრდა მოტივირებულ კოლეგებთან ერთად.
პროიფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
უფასო პროფესიულ ტრეინინგ-კურსებს;
კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: a.tsitsagi@grc.ge. საგანში ,,(subject)” აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (სტაჟირება ლოჯისტიკის დეპარტამენტში). განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 7 დეკემბერი.

65 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2018
M T W T F S S
« Oct    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930