როგორ დავდოთ ყველასგან განსხვავებული Instagram სთორები

კატეგორიის გარეშე

სთორი ინსტაგრამის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფუნქციაა, რომელიც Snapchat-ის ამავე ფუნქციის ანალოგად შეიქმნა და დღეს მასზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სთორიზე განთავსებული ვიდეოები და ფოტოები 24 საათის განმავლობაში ჩანს შენი ფოლოვერების news feed-ში და შემდეგ შენი სურვილისამებრ: ან ქრება, ან შენსავე პროფილზე გადაინაცვლებს Highlight კოლექციებში, სადაც შენს ძველ სთორებს სხვადასხვა ალბომებად უყრი თავს.

ინსტაგრამზე სთორის ყოველდღიურად საშუალოდ 400 მლნ მომხმარებელი დებს. შესაბამისად ძნელია, ყოველთვის გამორჩეული იყო და ხალხს ისეთი კონტენტი შესთავაზო, რომელიც აქამდე არ უნახავთ. თუმცა, მინი-ვიდეოების, გიფებისა და ფოტოების გასახალისებლად რამდენიმე უნიკალური ხრიკი, რომელიც სხვებისგან გამორჩეული სთორების შექმნაში დაგეხმარებათ, მაინც არსებობს.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ფერადი (ცისარტყელა) ტექსტი
მსგავსი ტექსტის აწყობა სინამდვილეში ბევრად მარტივია, ვიდრე ჩანს. დასაწყისისთვის, საჭიროა, აკრიფოთ ნებიმიერი ტექსტი და მონიშნოთ ის select all ფუნქციით ტექსტი ორ ცისფერ ხაზს შუა მოექცევა. დააკლიკეთ ერთ-ერთ მათგანს და არ აუშვათ ხელი. ამასობაში მეორე ხელით მონიშნეთ ნებისმიერი ფერი, დააჭირეთ დიდხანს და, ფერთა პალიტრის გამოჩენისთანავე, ისიც და ცისფერი ხაზიც ერთდროულად გადმოსქროლეთ სასურველი მიმართულებით. დაახლოებით ასე:

Drop Shadow ტექსტი

მართალია, ინსტაგრამი უკვე ხუთ სხვადასხვა ფონტს გვთავაზობს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ფონტებს რამდენიმე ათეული მილიონი მომხმარებელი ყოველდღიურად მოიხმარს, მათი განსაკუთრებულობა ნელ-ნელა ფასს კარგავს. რამე ახლის მოფიქრებაა საჭირო. თქვენდა საბედნიეროდ, ეს “რამე ახალი” ტექსტში Drop Shadow ეფექტის შემოტანის ხრიკია და საკმაოდ მარტივი მოსახმარიც:

  • პირველ რიგში, აკრიფეთ სასურველი ტექსტი და მთლიანად დააკოპირეთ ის;
  • მერე კიდევ ერთხელ დასვით ეს ტექსტი ფოტოზე, ოღონდ ამჯერად სხვა ფერად, და ფრთხილად გადაადეთ ზემოდან თავდაპირველ ტექსტს ისე, რომ მხოლოდ რამდენიმე პიქსელით “აცდეს”;
  • ზედა ტექსტი შეგიძლიათ სურვილისამებრ ამოძრაოთ ზემოთ/ქვემოთ/მარჯვნივ/მარცხნივ რათა “ჩრდილი” სასურველი მიმართულებით დაეცეს.
  • შედეგად Drop Shadow ფონტის რომელიმე ვარიანტი გამოგივათ
  • ჩრდილების დადების სხვადასხვა ფორმა

keyboard-ის ორნამენტები
როგორც იცით, ინსტაგრამი უკვე ჰორიზონტალური ფოტოების დასთორვის შესაძლებლობასაც გვაძლევს. თუმცა, აქ ერთი პრობლემაა – მათი ატვირთვისას ფოტოს ზედა და ქვედა ნაწილებში ზედმეტი, არასაჭირო სიცარიელე რჩება. ამით საკმაოდ ბედნიერები ვართ ხოლმე ადამიანები, რომლებსაც უსაშველო ტექსტების წერა და გრძელი ამბების მოყოლა გვიყვარს, თუმცა თუ მათ რიცხვს არ მიეკუთვნები, ან უბრალოდ მინიმალისტური ფოტოს დადება გინდა, რომელიც სიტყვებს არ საჭიროებს და თავადაა მრავლისმთქმელი – შეგიძლია სიცარიელის ამოსავსებად და ფოტოსთვის ჩარჩოს შესაქმნელად უბრალო keyboard-ის ელემენტები გამოიყენო:

():”<>~ – დიახ, აი ზუსტად ამათზე ვსაუბრობთ. თუ მოცემული სიმბოლოებიდან რომელიმეს საკმარისად გაადიდებ, ფერს შეუცვლი და ფოტოს მოარგებ, იგი მზა ორნამენტად/ჩარჩოდ იქცევა და სხვების მსგავსად შენი ფოტოების არაფრით გამორჩეული სტიკერებით გადატვირთვა არ მოგიწევს.

“ჩამალული” ჰეშთეგები მეტი მნახველის მოსაზიდად
ეს ბოლო ხრიკი კი მათთვისაა, ვინც დარწმუნებულია საკუთარი სთორების ორიგინალურობაში, თუმცა ნახვების ოდენობა არ აკმაყოფილებს.

გამოსავალი აქაც ძალიან მარტივია და – არა, საერთოდ არ გულისხმობს სთორიზე 15 პოპულარული ადამიანის დათაგვას, მის მესენჯერზე გადაშეარებას ან იმდენი ჰეშთეგის დადებას, რამდენიც ფოტოს გადატვირთავს და არაესთეტიკურს გახდის.

რად გვინდა ბევრი ნახვა, თუ ვიზუალი დავაზიანეთ, არა?! არადა, ჰეშთეგები მართლა ზრდის ჩვენს ხილვადობას, მათი მეშვეობით არა მხოლოდ პოსტებს, არამედ უკვე სთორებსაც მსოფლიოს მასშტაბით ინსტაგრამ მომხმარებლები ნახულობენ. ამიტომ გამოსავალი შემდეგია:

  • აკრიფეთ ჰეშთეგ(ებ)ი, რომლ(ებ)ის ქვეშაც გინდათ, რომ თქვენი სთორი იძებნებოდეს.
  • შემდგომ მიიტანეთ ისარი ე.წ. color picker–თან და მისი მეშვეობით ფოტოდან აიღეთ ნებისმიერი ფერი. ახლა თქვენი ჰეშთეგი ზუსტად იმავე ფერის იქნება, რა ფერისაც ფოტოს რომელიმე მონაკვეთია.
  • ბოლოს კი ჰეშთეგი დააპატარავეთ, რათა საერთოდ არ გამოჩნდეს და ფოტოს ვიზუალს ვერაფერი ავნოს. ის კი მაინც მოიძებნება და მილიონობით ინსტაგრამ მომხმარებლისთვის გახდება ხილვადი.
  • და თუ შესაბამისი აღწერების მოფიქრება გიჭირს, ფოტოს არ სჭირდება, ან უბრალოდ გეზარება, აირჩიე ნებისმიერი ნეიტრალური ჰეშთეგი ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული ჰეშთეგებიდან: #happy #cute #beautiful #photooftheday #instagood #love #instadaily #fun
წყარო: on.ge
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები