2018 წლის ყველაზე მეტად გამოყენებული სიტყვები ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით

საინტერესო ფაქტები

ოქსფორდის ლექსიკონმა 2018 წლის ტოპ-10 სიტყვა დაასახელა. წლის სიტყვა “toxic” (“ტოქსიკური”) გახდა. ლექსიკონის შემდგენელთა თქმით, ამ სიტყვის მნიშვნელობის გაგების მსურველთა რაოდენობა წლის განმავლობაში 45 პროცენტით გაიზარდა.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

2018 წლის ყველაზე მეტად გამოყენებადი სიტყვები კი შემდეგია:

  • ქიმიკატი
  • მამაკაცურობა
  • ნივთიერება
  • გაზი
  • გარემო
  • ურთიერთობა
  • კულტურა
  • ნარჩენები
  • წყალმცენარეები
  • ჰაერი

გამოთქმას “ტოქსიკური ქიმიკატი” 2018 წელს ყველაზე ხშირად იყენებდნენ ნევრულ პარალიტიკური ნივთიერების შესახებ საუბრისას (წერისას), რომლითაც დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი მოწამლეს. ამავე კონტექსტში გამოიყენებოდა ფრაზა “ტოქსიკური ნივთიერება”. ფრაზა “ტოქსიკური გაზი” ხშირად იყო მოხსენიებული სირიაში ქიმიური თავდასხმის შესახებ მომზადებულ მასალებში.

წყარო: imedinews.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები