Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის

სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის
November 23
16:39 2018

Beauty Magazine აცხადებს 6-თვიან (არაანაზღაურებად) სტაჟირების პროგრამას ჟურნალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

საჭირო ინფორმაციის მოპოვება
მასალების თარგმნა ინგლისურიდან/რუსულიდან ქართულად
რესპოდენტებთან ურთიერთობა
სტატიების/ინტერვიუების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია კანდიდატი იყოს ჟურნალისტიკის ან ფილოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
აუცილებელია წერდეს და მეტყველებდეს გამართულად (ქართულად)
აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
სასურველია სტატიების/ინტერვიუების წერის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

პასუხისგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
შემოქმედებითი ხედვა
დროის ეფექტიანად მართვის უნარი, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
კომუნიკაბელურობა და ცნობისმოყვარეობა
ანალიტიკური აზროვნება

კანდიდატის შერჩევა:

კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე ფოტოსთან ერთად და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე newsroom@beautymagazine.ge 2018 წლის 8 დეკემბრამდე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრებისა და დავალების წარმატებით შესრულების საფუძველზე. სტაჟირების დასრულების შემდეგ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი, წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან რედაქციაში.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ფინკა ბანკი საქართველო უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ და აცხადებს კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სტაჟირების პროგრამას შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით.

სტაჟირების პროგრამა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას დაეუფლოთ კლიენტთა მომსახურების ოფიცრის პროფესიას.

თუ გხიბლავთ დინამიური, მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული ბიზნეს გარემო, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში.

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 30 ნოემბერი

რას შეისწავლით პროგრამის მსვლელობისას?

საოპერაციო პროდუქტები (ანაბრები, ანგარიშები, გადარიცხვები, გზავნილები)
საკრედიტო პროდუქტები
გაყიდვების ტექნიკები
სალაროს ოპერაციები
მომსახურების სტანდარტი

სტაჟირების პროგრამა არ არის ანაზღაურებადი
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 თვე
პროგრამის სამუშაო განრიგი: შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, დეტალები შეთანხმდება ინდივიდუალურად კანდიდატებთან

სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება შესაბამისი საშტატო ერთეულის არსებობის შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებული
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნაკაბელურობა;
კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

როგორ ხდება შერჩევა?
კონკურსი არის 3 ეტაპიანი და მოიცავს:

შესარჩევი სიის მომზადება (შემოსული განაცხადების გადარჩევა);
ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესდით?

მაშინ გთხოვთ, აუცილებლად შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა, მიუთითოთ სტაჟირების სასურველი ლოკაცია და გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@finca.ge, ‘რეზიუმე’, ‘CV’ არ განიხილება.

გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის თემის “subject” ველში მიუთითეთ „კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სტაჟირება – ადგილმდებარეობა “ მაგ.: „კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სტაჟირება – დიდუბე“.

სტაჟირება ცხადდება:
თბილისის რეგიონი
დიდუბის ს/ც
გლდანის ს/ც
ლილოს ს/ც
რუსთავის ს/ც
საგარეჯოს ს/ც
ვარკეთილის ს/ც

შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი
გორის ს/ც
ხაშურის ს/ც
კასპის ს/ც
ახალქალაქის ს/ც
ახალციხის ს/ც

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი
ამბროლაურის ს/ც

იმერეთის რეგიონი
ქუთაისის ს/ც
ზესტაფონის ს/ც
საჩხერის ს/ც
ჭიათურის ს/ც
ბაღდათის ს/ც
სამტრედიის ს/ც

კახეთის და შიდა ქართლის რეგიონი
ყვარელის ს/ც
მარნეულის ს/ც
ახმეტის ს/ც
ბოლნისი ს/ც
დმანისი ს/ც
გურჯაანის ს/ც
ლაგოდეხის ს/ც
თელავის ს/ც
წნორის ს/ც

სამეგრელოს რეგიონი
ზუგდიდის ს/ც
ფოთის ს/ც
სენაკის ს/ც
ჩხოროწყუს ს/ც

აჭარის რეგიონი
ბათუმის ს/ც
ქობულეთის ს/ც
ხელვაჩაურის ს/ც
ხულოს ს/ც

Hotel Hub აცხადებს სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

კომპანიაში მიმდინარე საოპერაციო პროცესებში მონაწილეობის მიღება;

ძირითადი მოთხოვნები:

სასურველია უმაღლესი განათლება; განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილ დონეზე ფლობა;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
კომუნიკაბელური;
მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
ინიციატივიანი;
გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

ანაზღაურება სტაჟირების ფარგლებში: 300 ლარი (ხელზე ასაღები);
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე;
სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმების პერსპექტივა;
პროფესიული ზრდა;
სასიამოვნო და მეგობრული გუნდი და სამუშაო ატმოსფერო;
სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hotelhub.ge 2018 წლის 3 დეკემბრამდე.

 

32 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2018
M T W T F S S
« Oct    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930