Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საქართველოში სტუდენტთა ნახევარი ფიქრობს, რომ მათ საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მაღალი მზაობა აქვთ

საქართველოში სტუდენტთა ნახევარი ფიქრობს, რომ მათ საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მაღალი მზაობა აქვთ
November 27
10:51 2018

საქართველოს უსდ-ების სტუდენტთა ნახევარი ფიქრობს, რომ მათ საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მაღალი მზაობა აქვთ. ამგვარი თვითშეფასებით ისინი უსწრებენ ევროპის ისეთი ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტებს, როგორებიცაა ავსტრია, საფრანგეთი, ნორვეგია და სხვ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოში შრომის ბაზრისთვის მოსამზადებელი ყველაზე პრესტიჟული დაწესებულებებია. ეს სტატია უსდ-ების სტუდენტების დასაქმებისთვის მზადყოფნას ეხება და ევროპის ქვეყნებში განხორციელებულ საერთაშორისო კვლევა ევროსტუდენტი VI-ის შედეგებს ეყრდნობა.

საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებისთვის მზადყოფნას მკვეთრად ოპტიმისტურად აფასებენ, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის პრობლემა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა უმუშევრობის 13.9%-იანი მაჩვენებლით. უფრო მეტიც, კვლევის მონაწილე სხვა ევროპულ ქვეყნებს შორის, საქართველოს უსდ-ების სტუდენტებს ყველაზე მაღალი მზაობა აქვთ ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებისთვის. მეტი სიზუსტისთვის, დასაქმების მაღალი მზადყოფნა აქვს საქართველოს უსდ-ების პროგრამების სტუდენტთა 80%-ს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ უმაღლესი განათლების მქონე კადრებით გაჯერებული შრომის ბაზარი სტუდენტებისთვის არ წარმოადგენს დასაქმებისთვის მზადყოფნის დაბალი შეფასების საფუძველს, რადგან ისინი შესაძლოა არაკონკურენტუნარიანებად, თუმცა ხარისხიანი განათლების შედეგად მომზადებულ, მომავალ კვალიფიციურ კადრებად გრძნობენ თავს. თუმცა, სტუდენტების თვითშეფასების განხილვა საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მზადყოფნასთან მიმართებაში, ცხადყოფს, რომ სტუდენტების თვითშეფასება ცალსახად მაღალია.

საქართველოს უსდ-ებში გამოკითხული სტუდენტების ნახევარი (51%) ფიქრობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებისთვის, მიმდინარე სასწავლო პროგრამის დამთავრების შემდეგ, (ძალიან) კარგად მომზადებული იქნება. მათი თვითშეფასება საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მზადყოფნის კუთხით, უფრო მაღალია, ვიდრე მაგალითად, ავსტრიის (42%), საფრანგეთის (39%) ან ნორვეგიის უნივერსიტეტების სტუდენტებისა (24%).

ქართული უსდ-ების სტუდენტები ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპული ქვეყნების სტუდენტებთან შედარებით, თვითშეფასებაში უმნიშვნელოდ ჩამორჩებიან მხოლოდ ფინეთის (55%) და ირლანდიის (52%) უნივერსიტეტების სტუდენტებს.

წყარო: ipm.ge

16 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2018
M T W T F S S
« Oct    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930