Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

5 წიგნი, რომლებიც მოტივაციას აგიმაღლებთ და შთაგონებას შეგმატებთ

5 წიგნი, რომლებიც მოტივაციას აგიმაღლებთ და შთაგონებას შეგმატებთ
December 01
16:31 2018

გარდა იმისა, რომ წიგნები კითხვის მოყვარულებს სიამოვნებას ანიჭებს და თან დროის სასიამოვნოდ გატარებაში ეხმარება, მათ სხვა დატვირთვაც აქვს. ზოგადად კითხვა ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს, ხოლო ისეთი წიგნების კითხვა, რომლებიც ბიზნესის განვითარებასა და წარმატებულ ადამიანებზეა, მოტივაციას ამაღლებს.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 5 წიგნს, რომლებიც მოტივაციასა და შთაგონებას შეგმატებთ.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

„კარგიდან დიდებულისკენ“, ჯიმ კოლინსი – ჯიმ კოლინსი წერს მისი ექვსწლიანი კვლევის შესახებ, სადაც კომპანიები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს შედარებულია წარუმატებელ კომპანიებთან. ყველა წარმატებულ კომპანიას ერთი საერთო თვისება აღმოაჩნდა – დისციპლინირებული ხალხი, დისციპლინირებული აზროვნება, დისციპლინირებული ქმედებები. ამის წყალობით კომპანიები ფენომენალურ შედეგს აღწევდნენ.

„ბედნიერების მოტანა“, ტონი შეი – წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ თუ როგორ გახდა ტონი შეი ბიზნესმენი იმით რომ 9 წლის ასაკიდან შექმნა ჭიების გამოყვანის ფერმა. ასევე იმ გარემოებებზე, რომლის წყალობით მისი კომპანია შემდგომში  Amazon-მა შეისყიდა 1.2 მილიარდ დოლარად.

“Rework”, ჯეისონ ფრაიდი და დევიდ ჰენსონი – წიგნი მოგვითხრობს იმაზე თუ როგორ დავიწყოთ ბიზნესი ჩვენი ძირითადი საქმიანობის პარალელურად, როგორ დავხვეწოთ ჩვენი ხედვები ბიზნესთან დაკავშირებით. ასევე, ის გვიჩვენებს თუ როგორია კომპანიის ოპტიმალური ზომა, რატომ უნდა გავზარდოთ ის და სინამდვილეში როგორ უნდა მოვახდინოთ დაგეგმარება და ვისწავლოთ შეცდომებზე.

„დაიწყე მცირედით. ბიზნესის მართვის წესები Subway-ის დამფუძნებლისგან“, ჯონ ჰეისი, ფრედ დელუკა – ამ წიგნში Subway-ის დამფუძნებელი გვიყვება იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მცირე სტარტაპი გახდეს ინდუსტრიის გიგანტი, ხოლო ღატაკი მეოცნებე მილიონერი.

“Great work” – დევიდ სტიორი – დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა რომ წარმატება IQ-ზე, უნარებზე, განათლების დონეზე, სქესსა და თანამდებობაზე იყო დამოკიდებული. ეს წიგნი თავდაყირა აყენებს ამ შეხედულებას და გვაჩვენებს, რომ ინოვაციები შეიძლება მოვიდეს ნებისმიერი მიმართულებიდან და გაუჩნდეს ნებისმიერი ტიპის ადამიანს.

წყარო: businesspost.ge

30 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2018
M T W T F S S
« Nov    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31