ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

ომპანია Infinity Georgia აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სტუდენტებისათვის და მოსწავლეებისთვის შესაძლებელია გრაფიკის შეთავსება (დღეში 5-6 საათიანი დატვირთვა)

სამკვირიანი საკვალიფიკაციო პერიოდი(ანაზღაურებადი), სტაჟირების შემდეგ ხელშეკრულების საფუძველზე ჯდებით შტატში.

კონსულტანტის სავალდებულო მოთხოვნები:

  • სქესი ნებისმიერი
  • განათლება საშუალო (სრული), სტუდენტი ან კურსდამთავრებული
  • სამუშაო გამოცდილება სავალდეულო არ არის
  • ასაკი 18-30 წელი
  • ენების ცოდნა: ქართული (გამართული), რუსული (მსმენელის დონეზე)
  • პოზიტიური

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მიზანდასახულობა და კარიერული ზრდის ჟინი
  • პუნქტუალურობის მაღალი გრძნობა
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა
  • ათვისება-შესწავლის უნარი
  • გამართული მეტყველება (პრიორიტეტულია)
  • კომუნიკაბელურობა უცხო ადამიანებთან

ხელფასი: 350-500 ლარი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გადმოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: davadzemariam0@gmail.com. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 დეკემბერი.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ესპანური კომპანია Glovo ეძებს თბილისში პარტნიორ კურიერებს.

თუ გყავთ საკუთარი მოპედი, მოტო, ავტომობილი ან ველოსიპედი, გამოგვეხმაურეთ.

ყველა ენერგიულ და მოტივირებულ პიროვნებას ვისაც სურს ქონდეს მაღალი ანაზღაურება და თავისუფალი გრაფიკი, შეუძლია გახდეს ჩვენი პარტნიორი.

საუკეთესო შემოთავაზება Glovo-სგან:

  • გამოიმუშავეთ თვეში 2 000+ ლარამდე
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შეთავსებადი სტუდენტებისთვის)

მოთხოვნები:

  • საკუთარი მოპედი, მოტო, ავტომობილი ან ველოსიპედი
  • სმარტფონი
  • მართვის მოწმობა (*შესაბამისი ტრანსპორტის შემთხვევაში)

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებით. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 დეკემბერი.

მარკეტების ქსელი “ზღაპარი” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საბურთალო, ბაგები, ზაჰესი, ვარკეთილი, თემქა, გლდანი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლის თავაზიანი, სწრაფი და ეფექტური მომსახურება.
  • დაქვემდებარებაში არსებულ სექციაზე პროდუქციის დანაკლისის შევსებაზე ზრუნვა.
  • წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი.
  • პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
  • სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლების ნებისმიერი ხარისხი
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია)
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • უკონფლიქტობა
  • მოწესრიგებულობა
  • კომუნიკაბელურობა.

სამუშაო გრაფიკი ორცვლიანი:

I ცვლა 08:00-16:00
II ცვლა 16:00-24:00

დასვენების დღე: ურთიერთშეთანხმებით.
ანაზღაურება საშუალოდ 350-550 ლარი (ნამუშევარი დროის შესაბამისად + ბონუსები)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი (ავტობიოგრაფია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია და სასურველი სამუშაო ადგილი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე zgapari.hr@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატების შერჩევაა მოხდება გასაუბრების საფუძველზე, კომპანიის სათაო ოფისში შემდეგ მისამართზე: ჭიჭინაძის # 17 (აფრიკა). განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 7 იანვარი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები