სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის

დასაქმება

შპს ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ტექნიკურ დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

  • სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების აღრიცხვის წარმოება;
  • სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა;
  • ყოველდღიურ რეჟიმში ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლებისთვის დღიური (დღის) სამუშაო გეგმის გაცნობა;
  • ყოველკვირეული პროგრეს რეპორტების მომზადება;
  • ყოველი სამუშაო თვის ბოლოს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების აქტის მომზადება;
  • ობიექტზე ყველა საჭირო პირველადი ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში (დამამთავრებელი კურსის სტუდენტები)
ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამების სამ დონეზე ცოდნა (MS office).

უნარ-ჩვევები:

ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
დროის მენეჯმენტი;
კარიერულ ზრდაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისმართზე: career@ec.ge 2019 წლის 10 იანვარი.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

შპს „აპტოს“ აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში.

კომპანიის შესახებ

კომპანია “APTOS”-ი 1996 წლიდან აწარმოებს “APTOS”-ის ძაფებს, რაც წარმატებით გამოიყენება, როგორც პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში, ასევე კოსმეტოლოგიაში. კომპანია აქტიურად ახდენს თავისი პროდუქტის რეაზლიზებას 47 ქვეყანაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ციფრული ასლის ფორმის შედგენა და შევსება.
  • POS მასალებთან მუშაობა.
  • მარკეტინგის გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საკითხებში.
    მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის მხარდაჭერა (მაგ. სოციალური მედია, ინფორმაციის გავრცელება ელექტრონული ფოსტის და ქსელის საშუალებით).
  • მარკეტინგული მასალის დისტრიბუციაში მონაწილეობა.
  • კომპანიის მონაცემთა ბაზის და კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემების (CRM) განახლება.
  • მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განთლება მარკეტინგის მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
    ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
  • ინგლისურის და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • აკადემიური წერის უნარი.

სასურველი მოთხოვნები:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • კომუნიკაციის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების (Office programs: Word, Excel, Powerpoint, Outlook) ცოდნა.
  • ღონისძიების დაგეგმის და ორგანიზების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტური მოქმედების უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV (თან დაურთეთ ფოტოსურათი) მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: hr@aptos.ge 2019 წლის 2 ინვრის ჩათვლით. განიხილება მხოლოდ მოთხოვნების შესაბამისი რეზიუმე.

სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრი (CRDC) აცხადებს სტაჟირებას

(CRDC) საკუთარ საქმიანობას ორი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს. ტრენინგ ცენტრი და პროექტები. ტრენინგ ცენტრი, პროფესიონალი ტრენერების მონაწილეობით, დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს კვალიფიკაციის ამაღლებას ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის, ფსიქოლოგიის და სხვა მიმართულებებით.

სამუშაო აღწერილობა:

  • ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა;
  • შეხვედრების დანიშვნა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ვებგვერდის და სოციალური ქსელების მართვა;
  • პროექტების ინიცირება და მხარდაჭერა;
  • ანგარიშგებების მომზადება შესრულებული სამუშაოების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება (სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს)
  • სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინ. B1დონე);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინიციატივიანი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი.

ჩვენი შეთავაზება:

  • სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი;
  • ანაზღაურება: გამომუშავებით;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა – სტაჟირების პროგრამის ვადა 3 თვემდე, წარმატებულ სტაჟიორები დასაქმდებიან)
  • ახალი კონტაქტები, საინტერესო პროექტები და თანამშრომელზე ორიენტირებული მიდგომები;
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა (2).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV (ფოტოსურათთან ერთად) 5 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე contact@crd.ge, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟირება“.

შერჩევის ეტაპები:

  • მიღებული CV-ების გადარჩევა;
  • გასაუბრება (2 ეტაპიანი).

განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატებს გელოდებით ჩვენს გუნდში!

დაკავშირება მოხდება, შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები