Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საახალწლო გეგმები საქართველოს უნივერსიტეტებისგან – “NEW YEAR PARTY 2019”

საახალწლო გეგმები საქართველოს უნივერსიტეტებისგან – “NEW YEAR PARTY 2019”
December 21
10:20 2018

ახალი წელი ბევრისთვის საყვარელი დღესასწაულია და თითოეული ადამიანი ცდილობს განსაკუთრებულ გარემოში აღნიშნოს ის. გადატვირთული სასწავლო თუ სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, გამონაკლისს არც უნივერსიტეტები წარმოადგენენ. სტუდენტებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე უნივერსიტეტების თვითმმართველობა და ადმინისტრაციული აპარატი ზრუნავს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

გთავაზობთ სხვადასხვა უნივერსიტეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას საახალწლო წვეულებებისა და ღონისძიებების შესახებ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა კურსის სტუდენტებისთვის  სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ” TSU NEW YEAR PARTY 2019 ”, კინოსტუდია ქართული ფილმის V პავილიონში 22 დეკემბერს გაიმართება. წვეულებაზე შესვლა სპეციალური მოსაწვევებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ღონისძიების LINE UP ასე გამოიყურება :

Warm up: OTTO
Band: Loudspeakers
After: GABUNIA
RATI

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საახალწლო წვეულება სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, 21 დეკემბერს, რესტორან “ვეფხი და მოყმე”-ს კლასიკურ დარბაზში გაიმართება. შესაბამისად, სტუდენტების ჩაცმულობა კლასიკური სტილის უნდა იყოს. ბილეთის ფასი 55 ლარია და მოიცავს: საახალწლო სუფრას,სასმელს, დასამახსოვრებელი და გრანდიოზულ შოუ პროგრამას, ცოცხალ მუსიკასა და ღონისძიების დასასრულს DJ-ის. გარდა ამისა, ორგანიზატორები სტუმრებს ბევრ სიურპრიზს ჰპირდებიან.

საახალწლო წვეულებას მასშტაბური სახე, როგორც ყოველთვის, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ექნება.  ასევე აღსანიშნავია, რომ ერთი თვის განმავლობაში შიდა საუნივერსიტეტო სივრცეში სხვადასხვა აქტივობებით, თამაშებით, მოკლე ფილმების გადაღებით, სტუდენტების გაბედნიერებითა და სხვა საინტერესო სიურპრიზებით ისეთ თემები გახდა აქტუალური როგორებიცაა: თანასწორობა, ერთობა, თავისუფლება და სხვა, ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, საახალწლო ხასიათის და განწყობის გავრცელების ფონზე.

ხოლო რაც შეეხება მთავარ ღონისძიებას, უნივერსიტეტების მხარდაჭერით 26 დეკემბერს სტუდენტები გრანდიოზულ წვეულებას გეგმავენ, რომლის თემა ფილმი “The Greatest Showman” -ია.  წვეულება გაიმართება თბილისის ცირკში, რომელსაც 1000-ზე მეტი სტუმარი ეყოლება, მათ შორის იქნებიან სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის თანამშრომლები.

ორგანიზატორები სტუმრებს საუკეთესო შოუსთან ერთად სასიამოვნო გარემოს, გემოვნებიან მუსიკას,  ყველანაირ ადამიანზე მორგებულ სივრცესა და განსხვავებულ საცეკვაო არენას სთავაზობენ. ამასთან ერთად საახალწლო წვეულებაზე გათამაშდება არაერთი საჩუქარი. საღამოს მთავარი პრიზი, კი თეგეტა მოტორსის მიერ შემოთავაზებული უახლესი და თანამედროვე სკუტერი Niu N Series იქნება. I კალათის ბილეთების ფასი – 80, ხოლო II კალათის ბილეთების ღირებულება 100 ლარია.

საქართველოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები საახალწლო წვეულებას 21 დეკემბერს, ორიგინალური და კრეატიული დიზაინის მქონე კლუბ ”DEPO”-ში მართავენ, სადაც სტუდენტები ელექტრონული მუსიკის მოსმენასა და თავისუფლად გართობას  22:00- დან შეძლებენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს თვითმმართველობა, 27 დეკემბერს, New Year Party-ზე კლუბ SHTAB-ში, 21:00 სთ-დან ეპატიჟება. კლუბში მათ გემოვნებიანი მუსიკა, ხილის ასორტი, ტკბილეული, ენერგეტიკული სასმელი, ნატურალური წვენები, გაზიანი სასმელი და, რაღა თქმა უნდა, არაყი დახვდებათ. და ეს ყველაფერი არ არის, სტუდენტებს ასევე ელოდებათ სიურპრიზები… სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი საორგანიზაციო გუნდის წარმომადგენლები მათ საახალწლო საჩუქრებს დაურიგებენ. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ფასი, სულ რაღაც 15 ლარია, გარდა ამისა მოქმედებს სხვადასხვა წამახალისებელი ფასდაკლებები, რომლის საშუალებითაც სტუდენტების ბილეთების შეძენა მიზერულ ფასად შეუძლიათ.

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის “New Year Party”ს სტუდენტური თვითმმართველობა 28 დეკემბერს, ღამის კლუბ “DEPO”-ში, 21:00 სთ- დან მართავს. ორგანიზატორები სტუმრებს ყველაზე ორიგინალურ და დასამახსოვრებელ გართობას ჰპირდებიან. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 10-დან 20-ლარამდეა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა “New Year Party”, 16 დეკემბერს კლუბ “Elektrowerk”-ში გამართეს, სადაც უამრავმა სტუდენტმა მოიყარა თავი. ელექტრონული მუსიკა, ენერგეტიკული და ალკოჰოლური სასმელები, კარგი განწყობა და დიდი საცეკვაო არეალი მათი გართობისთვის საუკეთესო პირობებს ქმნიდა, ხოლო ღონისძიების Line up ასეთი გამოიყურებოდა:

22:00 GIGA PAPASKIRI
feat. IA TOMASH
01:00 QASRASHVILI

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის New Year Party “ივენთ ჰოლში”, 20 დეკემბრის საღამოს გამართა.  ასევე უნივერსიტეტში მოეწყო ნაძვის ხის საზეიმო  მორთვა. გარდა ამისა თვითმმართველობის ორგანიზებით,  ახალი წლის დღეებში ჩატარდება ე.წ. Secret Santa და სტუდენტები ერთმანეთს საახალწლო საჩუქრებს გაუკეთებენ.

ახალი წლის დღეებში უნივერსიტეტებმა საქველმოქმედო ღონისძიებების დაგეგმვაც გადაწყვიტეს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 21 დეკემბერს უნივერსიტეტის სივრცეში საქველმოქმედო კონცერტს მართავს, ხოლო სტუდენტებისთვის საახალწლო წვეულება იანვარში იგეგმება.

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები 19 დეკემბერს, ნიკოლოზობის წმინდა დღესასწაულზე წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარს სტუმრობდნენ და მის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. უნივერსიტეტი წინასაახალწლო დღეებში გასული წლის კურსდამთავრებულებთან შეხვედრას და ასევე 2018 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს გეგმავს.

ავტორი: ნათია ზარიძე

1 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2018
M T W T F S S
« Nov    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31