Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

8 რამ, რაც დილის 8:00 საათამდე უნდა გააკეთოთ

8 რამ, რაც დილის 8:00 საათამდე უნდა გააკეთოთ
December 22
12:26 2018

“ადრე ამდგარსა კურდღლსა ვერ დაეწევა მწევარი” – განვაზოგადოთ ეს ანდაზა და მივხვდებით რომ ხალხური გამონათქვამები საუკეთესო მრჩევლები არიან. ანალოგიური მიდგომები აქვთ ფსიქოლოგებსაც – ადრე გაღვიძებით სხეულის გაკაჟებას და ბევრი სასარგებლო რამის კეთებას მოასწრებთ.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ფსიქოლოგები წარმატებული და პროდუქტიული დღისთვის გვირჩევენ, რომ დღე 7:00 საათზე დავიწყოთ და დილის 8:00 საათამდე 8 აქტივობა გავაკეთოთ.

1. 7:00 საათზე გაღვიძება

მთავარი წესი გახსოვდეთ, რომ სამსახურს/სწავლას თქვენი ჯანმრთელობა არ შესწიროთ და სულ მცირე 7-8 საათი დაიძინეთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია საკვები და წყალი.

კვლევებით დამტკიცებულია, რომ კარგად ძილი მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.

2. დილის მედიტაცია – 7:05

რამდენიმე წუთიანი ვარჯიში როგორც ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ისევე სულიერი სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია.

3. ფიზიკური აქტივობა 7:15

ვარჯიში ტვინის მუშაობას აუმჯობესებს და სტრესს ამცირებს. თუ მიყოლებით სამი დღის განმავლობაში ივარჯიშებთ, შემდეგ უკვე ვარჯიში ჩვევად გექცევათ.

4. 30 გრამი პროტეინი – 7:25
ექიმები მიჩნევენ, რომ საუზმეზე 30 გრამი პროტეინის მიღება ოპტიმალური რაოდენობაა. მიიღეთ კვერცხი, მარცვლეული, ხორცი ან ხაჭო. უმჯობესია პროტეინს თუ გაღვიძებიდან 30 წუთის შემდეგ თუ მიირთმევთ.

5. გრილი შხაპი – 7:35

გრილი შხაპი იმუნიტეტს აუმჯობესებს. დეპრესიაზე მედიკამენტებზე უფრო კარგად გრილი შხაპი მოქმედებს. ადამიანების უმრავლესობაზე შხაპი დადებითად მოქმედებს და თავს ბედნიერად გრძნობენ.

6. თვითგანვითარება – 7:50

გართობის ნაცვლად, დღეში რამდენიმე წუთი სწავლას დაუთმეთ. შეიძლება რამე საინტერესო წაიკითხოთ, ან მოუსმინოთ, რაც თქვენს განვითარებაში წვლილს შეიტანს.

7. მიზნების სია – 7:55

ყოველდღიურად გადახედეთ თქვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების სიას. მიზნებზე ფიქრი ფოკუსირებულსა და მიზანდასახულს გაგხდით.

8. ერთი გრძელვადიანი მიზანი – 8:00

იმუშავეთ თქვენი მიზნის განხორციელებისთვის და იყავით მოტივირებული. ის რაც დღეს უნდა გააკეთოთ, ხვალისთვის არასოდეს გადადოთ.

წყარო: businesspost.ge

199 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2018
M T W T F S S
« Nov   Jan »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31