Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როგორი ლექტორები არიან ქართველი პოლიტიკოსები?

როგორი ლექტორები არიან ქართველი პოლიტიკოსები?
December 24
11:43 2018

ტელეეკრანებიდან პოლიტიკოსებს ყველა ვიცნობთ, თუმცა საინტერესოა, როგორები არიან ისინი მაშინ, როცა არც კამერები იღებენ და არც დეტალურად იწერენ მათ საუბარს. მოგეხსენებათ, პოლიტიკოსების ნაწილი ლექციებსაც კითხულობს, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხების მისაღებად,  STUDINFO.GE-მ ის მათი სტუდენტები გამოკითხა და მათ სთხოვა მოეყოლათ, როგორები არიან ჩვენთვის კარგად ცნობილი ტელესახეები ლექტორის ამპლუაში.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ძმებ გია და ზურაბ ჯაფარიძეების სტუდენტი:

დილის ცხრაზე გვქონდა ბ-ნი გიას პირველი ლექცია. ძალიან ბევრი ჭორი თუ ნამდვილი ამბავი მქონდა მასზე მოსმენილი და მაინტერესებდა ეს პიროვნება. ყველა ამბობდა განსაკუთრებული სწავლების სტილი აქვს და არ ჰგავს სხვა ლექტორებსო. ბ-ნმა გიამ დასვა შეკითხვა, ახსენით რა არია ვაჭრობაო . ყველა ვამბობდით, რომ ეს იყო გაცვლა-გამოცვლა, როცა სერვისში ან პროდუქტში იხდი ფულსო და ასე შემდეგ.  უცებ ლექტორმა ძალიან მოულოდნელი ფრაზა თქვა – „ვაჭრობა სექსს ჰგავს“. აქამდე არ მენახა ლექტორი, რომელსაც ამ რუტინული ეტიკეტებით და ერთი და იგივე მოსაწყენი  „წესრიგით“ არ ეხელმძღვანელა. ამ ფრაზამ დამაფიქრა იმაზე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩარჩოებში არ არიან მოქცეულნი. რაც შეეხება ლოგიკურ კავშირს, მსჯელობა ასეთია _  სექსი ვაჭრობასავითაა, რადგან ორივე მხარე კმაყოფილი უნდა იყოს. ორივე იმას იღებს, რაც უნდათ.

გიას საგანი რომ ავიღე, ნახევარზე მეტი მეორედ ან  მესამედ გადიოდა. მისი ძმისგან განსხვავებით, ქულებს მკაცრად წერს. ზურას კი, მოფერებით „ბულკსაც“ ეძახიან.

ზურას რაც შეეხება, დავიწყოთ იმით, რომ მისი განსაკუთრებული სწავლების მეთოდი ყველას უადვილებს როგორც საგნის სწავლას, ისე კარგ ქულაზე დახურვას. მის ლექციებზე გაიგებ, რას ნიშნავს თავისუფალი აზროვნება. პრეზენტაციის ნაცვლად ვაწყობთ დებატებს, რაც გამოცდილებას გვძენს.

მერი კანდელაკი, დავით ნარმანიას შესახებ:

„რისკ მენეჯმენტს გვიკითხავს ნარმანია და პირველივე ლექციაზე დაგვავალა ხე-ტყის გადამამუშავებელ კომპანიაში არსებული რისკები გამოგვევლინა და ქულობრივი შკალით მნიშვნელოვანიდან უმნიშვნელომდე დაგვეჯგუფებინა. ჯგუფში რამდენიმე ბავშვი ვიყავით და  ჩვენს შეხედულებებს ერთმანეთს ვუზიარებდით. უცებ, ჩემი ჯგუფის ბავშვებს ხუმრობით ვეუბნები და ბიძინა? მგონი, ყველაზე დიდ რისკად ეგ უნდა განვიხილოთ-მეთქი (მაშინ ხეების გადატანა/გადმოტანა ძალიან აქტუალური იყო). გვიან მოვედით აზრზე, რომ თავზე ბატონი ნარმანია გვედგა, ცოტა შეგვრცხვა, თან გვეცინებოდა, მაგრამ იმანაც ხუმრობით მოგვიგო “კი, კი ეგეც ერთ-ერთი რისკიაო”.

ანა გოგორელიანი დავით კობახიძეზე:

„ჩვენთვის ყველაზე უცნაური მის დაცვასთან ურთიერთობა იყო. ერთი გარეთ ელოდებოდა, მეორე – აუდიტორიაში იდგა. მისვლა რომ დაგჭირვებოდა, არ მიგიშვებდა. იყო შემთხვევა, კურსელს ნაწერის ჩვენება უნდოდა და დაცვამ გზა გადაუღობა, ამაზე ახლოს აღარ მიხვიდეო. მერე თვითონვე ანიშნა, გამოუშვიო და დაცვაც გზიდან ჩამოეცალა. ქულებს მკაცრად არ წერს.“

ქეთა ბაღაშვილი ლევან ბერძენიშვილზე:

აუდიტორიაში რომ შედიხარ და მიესალმები, როგორ ხართო, რომ ჰკითხავ, ტანკივითო გპასუხობს. შეუძლია, ნებისმიერი წიგნის გარჩევისას მოახერხოს და აღნიშნოს, როგორ უყვარს თავისი სიდედრი.

სპექტაკლებს გვადგმევინებდა სემესტრის ბოლოს და იბსენის „გარეულ იხვზე“ იტირა.

მარიამ კირიმლიშვილი სერგო რატიანზე:

პირველივე დღე სასაცილოდ დაიწყო – ლექციაზე დააგვიანდა და თავი შემოყო, თან სიმღერას ღიღინებდა „არ წახვიდე, არ დამტოვოო“, მერე სასაცილო ხმით თქვა ის ცნობილი ფრაზაც „ვაიმე, როგორ ხართ?“ მაგიდაზე უყვარს ჩამოჯდომა ისიც გვითხრა, მე და რამდენიმემ დავწერეთ ამ მაგიდების მოტანაზე მოთხოვნა, მაგრამ არც ისე კომფორტული ყოფილაო.

ნანუკი მიხანაშვილი ირაკლი ბათიაშვილზე:

ბ-ნი ირაკლის ლექციები გამორჩეულად მახსოვს. სახალისოს კონკრეტულად ვერაფერს გავიხსენებ, მაგრამ როცა სემინარს ვაბარებდით, ფანჯარაში იხედებოდა ჩაფიქრებული და თან თავს აქნევდა. თუ ვინმე სასემინარო მასალის მიღმა წაკითხული რომელიმე ფილოსოფიური წიგნიდან მოიყვანდა მაგალითებს, წამებში ეცვლებოდა სახე, მაშინვე ტრიალდებოდა და ძაან ბედნიერი უყურებდა იმ სტუდენტს.

მომწონდა ის, რომ ყველა თემას საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას არგებდა და ძალიან საინტერესო ხდებოდა ყველაფერი. ალბათ, ამიტომაც იყო აუდიტორია ყოველთვის სავსე.

ანი გამისონია ლევან ბერძენიშვილზე, ელენე ხოშტარიაზე და ნიკა ვაჩეიშვილზე:

სამივე ძალიან მიყვარს. ბერძენა ყველაზე, ყველაზე საყვარელი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. მისი ლექცია დღესასწაული იყო, აუდიტორიას იჭერს უპრობლემოდ. ძალიან უშუალოა და განსაკუთრებული იუმორი აქვს.

ელენე ბუნებრივად კარგი ტიპია, ოდნავ „თომ ბოი“. ასე როგორ უნდა ვისაუბრო მასზე, არ ვიცი. მაგრამ განსაკუთრებული ჩაცმის სტილი და ქცევის მანერა აქვს. იმდენად თავისუფალია პოზებისგან, რომ აი, კარგი ტიპის დეფინიციაა.

ვაჩე თავის მარანში გვაქეიფებდა ხოლმე. ხელოვნებას მასწავლიდა, “ფრიუნიში”. სემესტრის დამთავრება მის მარანში დავაგვირგვინეთ. ერთხელ, აუდიტორიის გასაღები ვერ ვიპოვეთ და ჰოლში ჩაგვიტარა ლექცია.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

579 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2018
M T W T F S S
« Nov   Jan »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31