Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ვაკანსიები სტუდენტებისთვის
December 25
11:01 2018

კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას ზარალების მართვის სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულის იდენტიფიცირება;
  • სამედიცინო მომსახურების ტიპის განსაზღვრა და პროგრამული ასახვა;
  • დაზღვულის კლინიკაში გადამისამართება, ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა;
  • კლინიკაში მყოფი დაზღვეულისთვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
  • დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ;
  • შემოსული ზარების გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება/ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან როგორც მედიცინის, ასევე სტომატოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები);
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • თავაზიანი და მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლე;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 დეკემბერი, 2018 წელი.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ქ. თბილისში მდებარე, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება, აცხადდებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საბუღალტრო ან ფინანსური განხრით;
  • IFRS – სტანდარტების საბაზისო ცოდნა;
  • საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა;
  • Excel – მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება;
  • RS.ge – ზე მუშაობა;
  • ფინანსური რეპორტინგის წარმოება;
  • საბუღალტრო და საოფისე პროგრამებში ინფორმაციის დამუშავება.

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: it_cl@yahoo.com, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადის მიღების

ბოლო ვადაა: 2 იანვარი, 2018 წელი.

ისთ ფოინთი აცხადებს ატრაქციონების ოპერატორის ვაკანსიას გასართობ ცენტრ ფოკუს მოკუსისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება (დასაშვებია სტუდენტი)
  • სასურველია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ნებისმიერ სფეროში
  • ენერგიულობა
  • სპორტული აღნაგობა
  • ორგანიზებულობა
  • რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა
  • ქართული ენის გამართულად ცოდნა
  • დახვეწილი მეტყველება
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

გრაფიკი მოძრავი: 18-19 მორიგეობა თვეში

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტო შემდეგ მისამართზე: vacancy@eastpoint.ge . სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ბოლო ვადაა: 4 იანვარი, 2018 წელი.

84 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2018
M T W T F S S
« Nov    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31