როგორია 2019 წლის საახალწლო მორთულობა საქართველოს უნივერსიტეტებში

მხიარული ინფო

სტუდენტურმა ამბებმა – studinfo.ge-მ დაიწყო საახალწლო კამპანია “ჩემი უნივერსიტეტის ნაძვის ხე”. კამპანიის ფარგლებში კი საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები და ადმინისტრაცია გვაწვდის 2019 წლის საახალწლო მორთულობის ფოტოებს, გარდა ამისა, ჩვენ თავად ვეძებთ ნაძვის ხეებისა და საახლწლო მორთულობების ფოტოებს უმაღლესი სასწავლებლების ოფიციალურ ვებ-გვერდებსა თუ Facebook-ის გვერდებზე.

ამ კამპანიის მიზანია ყველა სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა ერთ სივრცეში იხილოს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის საახალწლო მორთულობა.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

გთავაზობთ ფოტოებს საქართველოს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლიდან:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – A კორპუსი

თავისუფალი უნივერსიტეტი

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ – მე-6 კორპუსი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

სეუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოთახი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ – ბიოფიზიკის კათედრა

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

კავკასიის უნივერსიტეტი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აწსუ – მესამე კორპუსი

აწსუ – მე-8 კორპუსი, ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი

ქუთაისის უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კამპანიის “ჩემი უნივერსიტეტის ნაძვის ხე” ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოგვიგზავნოს უმაღლეს სასწავლებლებში განთავსებული ნაძვის ხის/საახალწლო მორთულობის ფოტოები. მათ, ვისაც სურს მსგავსი ფოტომასალის მოწოდება, შეგახსენებთ, რომ  თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ გადაიღოთ უნივერსიტეტის საახალწლო ინტერიერი, ექსტერიერი ან ინციდენტი საახალწლო მორთულობასთან დაკავშირებით. ფოტოს თან დაურთეთ უნივერსიტეტის სახელწოდება, ასევე თქვენი სახელი და გვარი.

ჩვენს ფეისბუკ გვერდზე – Facebook.com/studinfo.ge შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 1-დან 5 ფოტომდე. მნიშვნელოვანი არ არის ფოტოს მაღალი ხარისხი, მთავარია კადრი არ იყოს ბუნდოვანი და გამოსახულება კარგად აღიქმებოდეს.

იხილეთ გასული წლის ფოტოები:

2018 წლის ნაძვის ხეები საქართველოს უნივერსიტეტებიდან – ნაწილი 1

2018 წლის ნაძვის ხეები საქართველოს უნივერსიტეტებიდან – ნაწილი 2

როგორია საახალწლო მორთულობა საქართველოს უნივერსიტეტებში

ნაძვის ხეები ქართულ უნივერსიტეტებში

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები