როგორ მოვახდინოთ კარგი შთაბეჭდილება – 6 მარტივი რჩევა

მხიარული ინფო

„პირველი შთაბეჭდილების“ შესახებ ყველას სმენია, მაგრამ ცოტამ იცის როგორ მოახდინოს ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება და აავსოს ისინი დადებითი ემოციებით. ზოგადად ადამიანი პირველ შთაბეჭდილებას არ უნდა ენდოს და დასკვნები ურთიერთობის ადრეულ ეტაპზე არ უნდა გამოიტანოს. თუ კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინეთ:

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

გარეგნობა, ვარცხნილობა, ტანსაცმელი

კარგი შთაბეჭდილების შესაქმნელად, განსაკუთრებით ფორმალურ შეხვედრაზე, შესაფერისი სამოსი უნდა ჩაიცვათ, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთოთ და ვარცხნილობაც სადა უნდა გქონდეთ. შეუფერებლად ჩაცმული ადამიანი არასერიოზულად აღიქმება.

ქცევა

მოიქეცით თავისუფლად, ბუნებრივად. როდესაც ქცევა მოჩვენებითი და ყალბია, ადვილი შესამჩნევია და უარყოფითად აისახება თქვენს ურთიერთობებზე.

საუბარი

უცხო ადამიანებთან საუბრისას მნიშვნელოვანია ეტიკეტის დაცვა. თქვენი საუბარი უნდა იყოს კულტურული, თანამოსაუბრეს არასოდეს შეაწყვეტინოთ და ყურადღებით უსმინეთ. ასევე მოსაუბრეს სახელით მიმართეთ, რადგან სახელით მიმართვა ურთიერთობის გაღრმავებას ხელს უწყობს.

იყავით მეგობრული

ყოველთვის სასიამოვნოა განათლებულ და ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ყველას მიმართ მეგობრულები და დადებითები არიან. ღიმილი, კომპლიმენტებისა და სასიამოვნო სიტყვების თქმა, ადამიანს ყოველთვის დადებითად განაწყობს.

თავდაჯერებულობა

იყავით თავდაჯერებული თუ გსურთ, რომ შეხვედრა წარმატებული აღმოჩნდეს. როდესაც თავდაჯერებულობა გაქვთ, კომპეტენტურ და მცოდნე ადამიანად აღიქმებით. თავდაჯერებულობის გარეშე თქვენს ცოდნას ვერ დაამტკიცებთ.

საუბრის კორექტულად დასრულება

იმისთვის, რომ ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, აუცილებელია „წარმატებული ადამიანის“ უნარის ფლობა, რომელიც საუბარს კორექტულად ასრულებს.

იყავით კარგ ხასიათზე, გაიღიმეთ, მიუხედავად იმისა, რამე მოგწონთ თუ არა. თქვით კომპლიმენტი და სასიამოვნო რამ. თუ ნამდვილად გსურთ წარმატების მიღწევა, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოთ პოზიტიური და მხიარული.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები