Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

Cosmopolitan: 10 საუკეთესო ფილმი საახალწლო განწყობის შესაქმნელად

Cosmopolitan: 10 საუკეთესო ფილმი საახალწლო განწყობის შესაქმნელად
December 29
13:35 2018

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დროა გავიხსენოთ ის ნაცნობი თუ უცნობი ფილმები, რომლებიც ჩვენს წინასაახალწლო განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს. ხშირ შემთხვევაში ფილმი, რომელიც შობა-ახალ წელს უკავშირდება “მარტო სახლშია”, თუმცა არსებობს სხვა საახალწლო ფილმებიც, რომლებიც არანაკლებ სიამოვნებას მოგანიჭებთ. Cosmopolitan-ის ცნობილი გამოცემა საახალწლო განწყობის შესაქმნელად 10 საუკეთესო ფილმს გვთავაზობს.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

1. Love Actually – ბრიტანული რომანტიკული კომედია ადამიანებზე, რომელთაც როგორც აღმოჩნდება საერთო რამ აკავშირებთ. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, მღელვარება მატულობს და შობაც ახლოვდება.

2. The Holiday – მოღალატე მამაკაცებთან ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ ლოს -ანჯელესელმა ამანდამ და ლონდონელმა აირისმა გადაწყვეტეს სახლები გაცვალონ. ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ეს გაცვლა სასიყვარულო რომანების საწინდარი გახდებოდა.

3.Home Alone – რვა წლის კევინი მშვენივრად ართმევს თავს სიტუაციას მას შემდეგ, რაც საშობაო არადადეგებზე გამგზავრებულ ოჯახს ის შემთხვევით სახლში დარჩება. როდესაც ორი მძარცველი კევინის სახლს თვალს დაადგამს, მოხერხებული ბიჭი კარგად მოემზადება თავისი ტერიტორიის დასაცავად.

4. The Nightmare Before Christmas – 31 ოქტომბერს ძველებური ხრიკებით ხალხის შეშინებებით დაღლილი, გამხდარი და მაღალი, ჰელოუინის მეფე ჯეკ სკილინგტონი სანტა კლაუსს იტაცებს და აპირებს რომ ბავშვებს საშობაოდ გამხმარი თავები და სხვა საშინელი საჩუქრები გაუგზავნოს. მაგრამ როდესაც შობა მოახლოვდება ჯეკის შეყვარებული სელი ამ საშინელი გეგმების ჩაშლას შეეცდება.

5. A Christmas Story – ინდიანა, 1940 წელი. ათი წლის რალფი ოცნებობს იდეალურ საშობაო საჩუქარზე – ნამდვილ წითელი მხედრის პნევმატიკურ შაშხანაზე.

6. Elf – უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახსლს მისცემენ, დღეიდან მას ბადი ჰქვია. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს.

7. Serendipity – თუმცა ჯერ ერთმანეთს არც კი იცნობენ, სარა და ჯონათანი უკვე შეყვარებულები არიან. შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ, ისინი იგრძნობენ, რომ ნამდვილი, ბუნებრივი ურთიერთშეთავსება აქვთ – მაგრამ ერთმანეთს მალევე შორდებიან.

8.The Family Stone – სტოუნების ოჯახი განსხვავდება იშვიათი ურთიერთობით და ურთიერთგაგებით. მაგრამ როცა საყვარელი შვილი ევერეტ სტოუნი სახლში საცოლეს მერედიტს მოიყვანს, ექსცენტრიული ოჯახი გადაწყვეტს ახალგარზრდებს განუცხადოს თავისი უარყოფითი აზრი მომავალი მოსალოდნელი მოვლენების შესახებ.

9. The Santa Clause – ფილმი მოგვითხრობს ერთ ჩვეულებრივ მამაზე რომელიც ერთდღესაც შემთხვევით სანტას საკუთარი სახლის სახურავიდან გადააგდებს და მისი ადგილის დაკავება მოუწევს…

10. The Long Kiss Goodnight – სამანტა კეინი, დიასახალისი გარეუბნიდან, 8 წლის ქალიშვილის კატლინის იდეალური დედაა. იგი ცხოვრობს ჰოუნსდეილში, მუშაობს სკოლის მასწავლებლად და მთელს ქალაქში საუკეთესო ბრინჯის კერძს ამზადებს. თავის ტრამვის მიღების შემდეგ, მას ნელ -ნელა ახსენდება ეპიზოდები თავისი წარსული ცხოვრებიდან, როცა იგი საიდუმლო აგენტი იყო.

14 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2018
M T W T F S S
« Nov    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31