Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რომელ უნივერსიტეტებში გადაიდო სასწავლო პროცესი გრიპის ვირუსის გამო?

რომელ უნივერსიტეტებში გადაიდო სასწავლო პროცესი გრიპის ვირუსის გამო?
January 10
17:48 2019

უმაღლეს სასწავლებლებს სწავლის გადადების შესახებ რეკომენდაციით გუშინ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიმართა. გამოცდების გადადებასა და სასწავლო პროცესის მოგვიანებით განახლებას ითხოვდა სტუდენტების ნაწილიც. ზოგიერთმა უნივერსიტეტმა გაითვალისწინა განათლების მინისტრის რეკომენდაცია და სტუდენტების მოთხოვნა, შესაბამისად სასწავლო პროცესი ზოგიერთ უმაღლესში რამდენიმე დღით გადაიდო.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

“გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდება 11-დან 21 იანვრამდე” – აღნიშული განცხადება ილიუნის ადმინისტრაციამ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის საფრთხის გამო 11 იანვრიდან დაგეგმილი ფინალური გამოცდები 21-იანვრამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს უნივერსიტეტმა გაუგზავნა.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სეუ-ში ბოლო მონაცემით სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება.

“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოცდო სესია გადაიდო 21 იანვრამდე. შესაბამისად, სსუ-ში შეიცვალა საგამოცდო ცხრილები, რომლებიც მოგვიანებით გამოქვეყნდება” – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებბულ განცხადებაში.

ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით,  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 იანვრიდან განახლდება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიცვლება საგამოცდო განრიგიც.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, H1N1 ვირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, საგამოცდო პროცესი გადაიწევს. “საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის საგამოცდო პერიოდი 14 იანვრიდან გადაიწევს 21 იანვრამდე (12 იანვარს ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება გამოცდები); სამაგისტრო, სადოქტორო და უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტები ჩვეული რეჟიმით გააგრძელებენ გამოცდების პროცესს 14 იანვრიდან (12 იანვარს ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება სასწავლო პროცესი); სტუდენტებს, რომელთაც ვირუსის რისკის გათვალისწინებით არ სურთ 21 იანვრამდე პერიოდში გამოცდაზე გამოცხადება (ბაკალავრები 12 იანვარს და მაგისტრანტები, დოქტორანტები და უცხოელები – 14 იანვრიდან), ყოველგვარი განცხადებისა და ცნობის გარეშე ექნებათ შესაძლებლობა ჩააბარონ გაცდენილი გამოცდები. აქვე გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტი ყოველდღიურად ახდენს საგამოცდო სივრცის სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებასა და სათანადო წესით აუდიტორიების განიავებას”, – აღნიშნულია კსუ-ის განცხადებაში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდება 11 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით. სასწავლო პროცესი აქაც 21 იანვარს განახლდება.

“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, გთუნი-ში გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი შეწყდება 11 იანვარს და განახლდება 21 იანვარს”, – ვკითხულობთ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტშიც გადაიდო გამოცდები. უნივერსიტეტის ცნობთ, დასკვნითი გამოცდები ნაცვლად 14 იანვრისა, დაიწყება 21 იანვარს.

უნივერსიტეტების უმრავლესობა კვლავ მსჯელობის რეჟიმშია – მიიღონ თუ არა მსგავსი გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ (მასალაში არსებული ინფორმაცია განახლებადია).

1,266 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2019
M T W T F S S
« Dec    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031