Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტების დამხმარე 5 აპლიკაცია

სტუდენტების დამხმარე 5 აპლიკაცია
January 11
11:37 2019

არსებობს უამრავი აპლიკაცია, რომელთაც სტუდენტის ცხოვრების გამარტივება, გახალისება და გამრავალფეროვნება შეუძლია. თუ გსურთ ჩანიშვნა, ხმის ჩაწერა, და მსგავსი რაღაცები უმოკლეს დროში გააკეთოთ, აუცილებლად უნდა გაეცნოთ აპლიკაციებს, რომელთაც ქვემოთ წარმოგიდგენთ:

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ლექციის „მსმენელი“ აპლიკაციები
წლების წინ სტუდენტები დიდი გულისყურით უსმენდენენ ლექტორებს, იწერდნენ მათ თითოეულ სიტყვას, რათა უყურადღებოდ არ დარჩენოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შემდეგ გაჩნდა ქსეროქსი და ხელნაწერი კონსპექტებიც ქსეროასლებმა ჩაანაცვლა, თუმცა ახლა ტექნოლოგია კიდევ უფრო წინ წავიდა და ახლა მობილურში შეგიძლიათ გადმოწეროთ აპლიკაცია soundnote, რომელიც ჩაიწერს ლექტორის ხმას და  პარალელურად გაგიხსნით თეთრ დაფას, რომელზეც ჩანიშვნების გაკეთება შეგეძლებათ. ანუ აპი გაძლევთ საშუალებას შეინახოთ ლექცია, როგორც ვიზუალურად, ისე აუდიო ფორმატში. მსგავსი აპლიკაციებია: Lecture Capture  და Notes Plus.

გადახედვის აპლიკაციები
თუ თქვენ ქვიზებისა და საკუთარი თავის გამოცდის მოყვარული ხართ, StudyBlue აუცილებლად მოგეწონებათ. აქ შეგიძლიათ, განათავსოთ საკუთარი სასწავლო პროგრამა და პერიოდულად გადახედოთ მას. ასეთივე აპლიკაციაა GoConqr, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ, შექმნათ გადახედვის სქემები, მაინდმეფი ( გონების რუკა? მგონი, ეს ინგლისური ტერმინიც გამოიყენება), შენიშვნები, ტესტები… ყველა საგანმანათლებლო დონისთვის Revision App-ია განკუთვნილი.

წინა საგამოცდოდ გამოსადეგი აპები
BenchPrep სოციალური ქსელის მსგავსია, რომელიც შემოგთავაზებთ ტესტებს მითითებული საკითხების ირგვლივ. მისი გამოყენება სწავლის პროცესშიც შეგიძლიათ. ბიზნესის მიმართულების სტუდენტებისთვის კი უმჯობესია TCYonline-ის გამოყენება.

გეგმის შემდგენი აპები
დროის მართვა და გეგმის შედგენა ცუდი არავისთვისაა. სტუდენტებისთვის კი შემდეგი აპლიკაციებია განკუთვნილი: timetable, class-timetable.

ლექსიკონი აპლიკაცია
უცხო სიტყვების ლექსიკონში ძებნის ნაცვლად ბევრად უფრო მოსახერხებელია აპლიკაციის გამოყენება. Oxforddictionaries-ის მეშვეობით შეგიძლიათ, ინგლისური სიტყვების განმარტებები ამავე ენაზე ნახოთ. ასე პროცესი უფრო საინტერესო და შემეცნებითი ხდება.

3 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2019
M T W T F S S
« Dec    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031