9 უიღბლო სიტუაცია, რომლებშიც მხოლოდ შენ არ ხვდები

მხიარული ინფო

ზოგჯერ მოვლენები ჩვენ გარშემო ისე ლაგდება, რომ თავი ყველაზე უიღბლო ადამიანი გვგონია. თუმცა თუ კარგად მივიხედ-მოვიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ასეთ სიტუაციებში მარტო არ ვართ და ანალოგიური მოვლენების მსხვერპლნი სხვებიც ხდებიან. მთავარია როგორია ჩვენი მოთმინების უნარი.

ფეისბუკ-მომხმარებელმა – Margot Lescaut-მა გამოაქვეყნა იმ უიღბლო სიტუაციების სია, რომლებშიც თითქმის ყველა ადამიანი აღმოჩენილა. ასე რომ გაიღიმე, მარტო არ ხარ…

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

“- კინოში წასვლა ჩემთვის ერთ-ერთი საკრალური რიტუალია, რომელსაც ათიდან ცხრა შემთხვევაში მიფუჭებს ორი ხბოქალა, ჩემს გვერდით, ჩემს უკან ან ჩემს წინ რომ აღმოჩნდებიან ხოლმე სრულიად არაადეკვატური რეაქციებით.

– აფთიაქში ჩემ წინ აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს მოხუცი ქალი, რომელიც რეცეპტს ვერ კითხულობს და არც ახსოვს რა გამოუწერეს, ან ენერგიული ქალი, რომელსაც მაშინ მოუნდება მთელ ფარმაკოლოგიაში გარკვევა და ფარმაცევტებთან გულითადი საუბარი მთელ რიგ სამედიცინო საკითხებზე, დაწყებული “კიბოს წამალი აღმოუჩენიათ და გვიმალავენ”- დან მჩხიბავობა-ვარსკვლავთმრიცხველობამდე.

– ბანკომატთან ჩემ წინ აუცილებლად აღმოჩნდება ადამიანი, რომელსაც არაფრით არ სჯერა რო ანგარიშზე თანხა აღარ აქვს და ბანკომატის ბრალია.

– მატარებელში აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს ადამიანი, რომელსაც ფილტვებში და ცხვირში დემონი ყავს ჩასახლებული და ცდილობს მისგან განთავისუფლდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს. ან სრულიად აუტანელი ბავშვი, რომელიც დედამისის ნერვებს ცდის და დედა, რომელსაც ნერვი საერთოდ არ აქვს. ან უსმენო მეფანდურე სტუდენტობა, რომელიც ერთნაირი შემართებით მღერის პატარა ციცოსაც და მიშელსაც.

– როცა ძალიან მეჩქარება და ვზივარ ტრანსპორტში, ყველა შუქნიშანი იმ წამსვე წითლდება როცა ვუახლოვდები და როცა არ მეჩქარება და დრო მინდა გავწელო – მწვანდება.

– კაფეში ჩემს წინ აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს ენაწყლიანი ბიჭი, რომელმაც იმ დღეს მოსაუბრე ვერ ჩაიგდო ხელში და გადაწყვიტა ერთბაშად აინაზღაუროს კონსულტანტთან. აი როგორც დღეს მაგალითად:
– აუ არ იღლები ფეხზე რო დგახარ მთელი დღე?
– არა, რა ვიცი.
– კაი რაა ვერ დავიჯერებ რო არ იღლები?
– ჰოო, რა ვიცი.
– და თან იძულებული ხარ ღიმილით მოემსახურო ყველას ჰოო?
– ჰოო, რა ვიცი.
– ძნელია ხო როცა არ გეღიმება და უნდა გაიღიმო სულ და ჩვენც გაგვაბედნიერო.
– ჰოო, რა ვიცი.
– რა შეგიძლიათ შემომთავაზოთ აბა ყველაზე გემრიელი?
– რა ვიცი, გადახედეთ.
– არა, შენ მინდა რომ ამირჩიო.
– რა ვიცი, აი ეს აიღეთ.
– კაი, მაგას ავიღებ
– რითი გადაიხდით?

– ტაქსის ლოდინისას აუცილებლად არსაიდან უნდა გამოტყვრეს ადამიანი, რომელიც მაჩვენებს რომ ჩემზე სწრაფი და მოხერხებულია და ჩემს ფეხებთან გაჩერებულ ტაქსისთან ერთი ნახტომით აღმოჩნდეს.

– ჩემ წინ ორი სალაროდან ერთ-ერთს ანუ იქ სადაც მე ვდგავარ რიგში პირველი და მეორე სალაროსთან ასი კაცი, უჩნდება ისეთი პრობლემა, რო მეორესთან მეასე კაცი რო გადის, მე ისევ პირველი ვარ აქეთ.

– ათი ცალი ბილეთიდან ცხრა რო მომგებიანი იყოს, მეათე შემხვდება მე.

ჰოდა გრინ კარტას რატო არ ავსებო ვიღაცა რო მეუბნება, ჩემში აი ეს ყველა “უკან მდგომი” და მეათე ადამიანი იღვიძებს ერთად.”

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები