უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა მოქალაქეებისთვის

განათლება

განათლების სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას უნგრეთის მთავრობისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი სტიპენდიების შესახებ.

აღნიშნული სტიპენდიები განკუთვნილია უნგრეთში სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებულ აკადემიურ ინგლისურენოვან პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის სამაგისტრო (MSc) ხარისხის მოსაპოვებლად.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა სრულ დოსიესთან ერთად უნდა გადაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: REU-scholarship@fao.org.

განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების პროგრამისა და განცხადების შეტანის პროცედურების შესახებ შესაძლებელია იხილოთ დანართში.

იხილეთ სააპლიკაციო ფორმა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები