ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

ITGROUP აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებული ინციდენტების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
  • კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა შესაბამისი პოლიტიკის დაცვით ქსელური აპარატურის გამართვა და დიაგნოსტირება
  • სისტემების და კრიტიკული მონაცემების რეზერვირება/აღდგენა
  • პერიფერიული აპარატურის გამართვა
  • შიდა ქსელის ტექნიკური გამართვა
  • IP სატელეფონო სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
  • კომპიუტერული ტექნიკის და აღჭურვილობის კარგი ცოდნა
  • Windows ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა, მათ შორის
  • Windows Server, Active Directory-ში მუშაობის გამოცდილება
  • Linux სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • Mikrotik, Cisco აპარატურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური/რუსული ენის ცოდნა

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

მოტივირებული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული
რამდენიმე სამუშაოს ერთდროულად შესრულების უნარი
კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირების უნარი
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
პუნქტუალური და მოწესრიგებული
გუნდურად მუშაობის უნარი

სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-19:00; შაბ: 11:00-15:00

სახელფასო განაკვეთი კვალიფიკაციის შესაბამისად.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტექნიკური უნარ-ჩვევების ტესტირებას ინგლისურ ენაზე.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გელოდებით ჩვენს გუნდში!

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@itgroup.ge. ბოლო ვადაა 2019 წლის 8 თებერვალი.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

უნიქარდი აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო და სერვის ცენტრის ოპერატორის ვაკანსიაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია გავლილი ჰქონდეს ტრენინგი სერვის პლიუსში;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში;
  • რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა (შემოწმდება გასაუბრებისას)
  • MS Office-ის და ინტერნეტის საძიები სისტემის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სქესი – მდედრობითი
  • ასაკი: 19- 35 წლამდე

უცილებელი უნარები:

  • დახვეწილი , გამართული მეტყველება , სასიამოვნო ხმა
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარ-ჩვევები
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
  • პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • პუნქტუალურობა

გთხოვთ თქვენი რეზიუმე (cv) გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@unicard.ge . “subject”-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება -სატელეფონო და სერვის ცენტრის ოპერატორი. ბოლო ვადაა 2019 წლის 5 თებერვალი.

კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას ზარალების მართვის სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულის იდენტიფიცირება;
  • სამედიცინო მომსახურების ტიპის განსაზღვრა და პროგრამული ასახვა;
  • დაზღვულის კლინიკაში გადამისამართება, ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა;
  • კლინიკაში მყოფი დაზღვეულისთვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
  • დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ;
  • შემოსული ზარების გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება/ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან როგორც მედიცინის, ასევე სტომატოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები);
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • თავაზიანი და მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლე;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 იანვარი, 2019 წელი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები