წარმატებული სტუდენტის 10 თვისება

საინტერესო ფაქტები

წარმატებული სტუდენტის საიდუმლო მის თვისებებშია, რომელთა ნაწილი მისმა ხასიათმა განაპირობა, ნაწილი კი დიდი შრომის შედეგად გამოიმუშავა. კარგ სტუდენტს მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრება არ აქვს, მას ჰყავს კარგი წრე, სამეგობრო, ყოველთვის ფორმაშია და მზადაა სიახლეებისთვის.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი თვისებები და ჩვევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოიმუშავოთ, თუ წარმატება გსურთ:

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

დისციპლინირებულობა
ცხოვრებისეული წესების შემუშავება ერთ-ერთია იმ თვისებებს შორის, რომლებიც წარმატებამდე მიგიყვანთ. დროზე დაძინება, გაღვიძება, კვება და ა.შ. დისციპლინა რეჟიმს გაჩვევთ.

მიზანდასახულობა
მისი ცხოვრებისეული ამოცანები გამოცდების დამთავრებასთან ერთად არ იწურება,  მას აქვს დასახული მიზანი და ყოველი გამოცდა თუ ლექცია ამ მიზნამდე მისასვლელად გადადგმული ნაბიჯია.

არასდროს დანებდე
ის ყოველთვის ცდილობს აისურულოს საწადელი და არ უშინდება სიძნელეებსა თუ დაბრკოლებებს.

კრეატიულობა
ის არაა შეზღუდული და ჩარჩოებში მოქცეული. მას არ შეუძლია უარი თქვას საკუთარ სურვილებზე და იმაზე, რისი გაკეთებაც უნდა, მაშინაც კი თუ ეს საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება.

ორგანიზებულობა
მას ყველაფრისთვის აქვს წინასწარ განსაზღვრული დრო და ყოველ საღამოს იცის, რას გააკეთებს შემდეგ დღეს.ასე არასდროს აღმოჩნდება გამოუვალ სიტუაციაში და  მთელი მასალის წინა ღამეს სწავლა არ უწევს

სწავლობს საკუთარ შეცდომებზე
მარცხს გაკვეთილად აღიქვამს და ეს ეხმარება უკეთესად შეაფასოს შემდეგში სიტუაცია.

ფიზიკური აქტიურობა
კარგი სტუდენტები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულნი სპორტში. წარმატებულ სტუდენტებს ლიდერობის სურვილი აქვთ, მათ შორის გუნდის კაპიტნობისკენაც კი მიისწრაფვიან.

ცნობისმოყვარეობა
კითხულობენ ყველაფერს – მხატვრულ და სამეცნიერო ლიტერატურას, აინტერესებთ ყველაფერი და მოსწონთ სწავლის პროცესი.

დამაჯერებლობა
მას აქვს გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი. აქვს დამაჯერებელი საუბარი და საზოგადოებაზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია.

თვითდაჯერებულობა
ის კარგად იცნობს საკუთარ შესაძლებლობებს და ჯერა საკუთარი თავის.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები