10 ფილმი, რომელთა ყურების შემდეგ შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ

თავისუფალი დრო

მართალია გამოცდების პერიოდი მძიმე და დატვირთულია, თუმცა 1-2 საათს ყოველთვის გამონახავს ადამიანი კარგი ფილმის სანახავად და განსატვირთად. ფილმის მოყვარულებს მოგიმზადეთ ისეთი კინონამუშევრები, რომელთა ყურების შემდეგ შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ.  გთავაზობთ 10 ფილმ, რომლებსაც წარმოუდგენელი მომენტების გამო ღირს რომ უყურო.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

Game Night – მაქსისა და ენის ისტორია, რომლებიც სხვა წყვილებთან ერთად ყოველ ღამით “დამპლურ თამაშებს” აწყობენ. ერთ საღამოს მაქსის ძმა, ქარიზმატული ბრუკსი, დაგეგმავს თამაშს მკვლელებითა და ფედერალური აგენტებით. ბრუკსს გაიტაცებენ, მაგრამ ეს ხუმრობაა თუ არა? საბოლოოდ, როდესაც ექვსი აზარტული მოთამაშე იწყებს თავსატეხების ამოხსნას ხვდება რომ ბრუკსი ისეთი არაა, როგორიც ჩანს.

The Limehouse Golem – 1880 წელი. ლაიმჰაუზში მკვლელობები ხდება. ყველას ჰგონია რომ მკვლელობების მიზეზი გოლემია, მითოლოგიური არსება, რომელიც მაგიის დახმარებით გაცოცხლდა.

6 Souls – მარტოხელა დედა, ფსიქიატრი კარა ჯესეპი, პროფესიონალურ წრეში ცნობილი იყო თავისი იდეებით დარგთან დაკავშირებით, რომელსაც გაორების სინდრომი ჰქვია. თუმცა ერთხელაც ის ხვდება პაციენტს, რომლის შესაძლებლობები არ შეიცავს რაციონალურ ახსნას. ალტერნატიული პიროვნება, რომელიც პაციენტში არსებობს, დემონისტურ წინასწარმეტყველად აღმოჩნდება, რომელიც მიცვალებულების სულებს იტაცებს.

The Magdalene Sisters – 1964 წელი. პროვინციული ირლანდია. სამი გოგონა მაგდალინელის თავშესაფარში ხვდება, რომელიც, ფაქტიურად, კათოლიკური სატუსაღოა ქალებისთვის.

Regression – ანჟელა გრეის საქმის გამოძიების დროს დეტექტივი ბრიუს კინერი მიმართავს ფსიქოლოგს, ანჟელას მივიწყებული მოგონებების გასახსენებლად. რეგრესიული გიპნოზის ჩატარების დროს გამოვლინდება საშინელი ფაქტები.

Paranoia – ადამ კესიდი ტელეკომუნიკაციის კორპორაციაში ახალგაზრდა სპეციალისტია. ერთხელ ადამი შეცდომას დაუშვებს, რომელიც საკმაოდ ძვირად დაუჯდება.

Black Butterfly – პოლი მწერალია, რომელიც განცალკევებულ სახლში მარტო ცხოვრობს. მისი ბოლო წიგნი გამომცემლობამ დაიწუნა, დარდს იგი ალკოჰოლით ახშობს. მოულოდნელად მისი ცხოვრება იცვლება, როდესაც იგი მოგზაურს გაიცნობს, რომელიც მას კამათისას დაეხმარება ადგილობრივ კაფეში. პოლი მოგზაურს ღამის გასათევს შესთავაზებს. მოგზაური მისი მწერლობით ინტერესდება და მას საკუთარ ისტორიას სთავაზობს სიუჟეტად.

All Good Things – სასიყვარულო ისტორიაა და ამავე დროს ნიუ-იორკში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული გაუხსნელი მკვლელობის ამბავია, რომელიც ახალ ფაქტებზე, სასამართლო პროცესის ჩანაწერებზე და სხვადასხვა სპეკულაციაზე დაყრდნობით, ერთი ოჯახის სიყვარულის, ვნებისა და დანაკარგის შესახებ მოგვითხრობს.

After.Life – ახალგაზრდა ქალი, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის პირასაა ცდილობს გადაურჩეს მესაფლავეს, რომელსაც სურს მისი ცოცხლად დამარხვა.

Miss Sloane – ამბიციური ლობისტი პირისპირ ეჯახება წინააღმდეგობას, როდესაც იგი ცდილობს შეცვალოს იარაღის კონტორლის კანონმდებლობა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები