ადამიანს სწავლა ძილშიც შეუძლია – რა აჩვენა ექსპერიმენტმა

მხიარული ინფო

ადამიანის ტვინს აზრობრივი ასოციაციების ფორმირება ძილის დროსაც შეუძლია, – ეს შვეიცარიაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ამის შესახებ კი ავსტრიული გამოცემა Kurier-ი წერს.

„დიდი ხანია ცნობილია, რომ ნასწავლი მასალის უკეთ დამახსოვრებას ძილი ეხმარება. მაგალითად, თუ საღამოს ისწავლით რამე მუსიკალურ ნაწარმოებს, მეორე დღეს მისი დაკვრა ინსტრუმენტზე უფრო ადვილი ხდება, თუმცა აზრობრივი ასოციაციები რომ გაუაზრებლად ფორმირდება ღრმა ძილის დროს, ეს აღმოჩენაა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე 

ექსპერიმენტში მონაწილეობა 41-მა ადამიანმა მიიღო, რომლებსაც ძილის დროს ყურსასმენებით მოასმენინეს გამოგონილი სიტყვები, გამოგონილი მნიშვნელობებით. მაგ.: ერთისთვის სიტყვისა და მისი მნიშვნელობის წყვილი ჟღერდა ასე – Guga-ჩიტი, სხვისთვის კი – Guga-სპილო. გაღვიძების შემდეგ მათ ჰკითხეს როგორი იყო Guga – დიდი, თუ პატარა.

„თუ წყვილის მეორე სიტყვა მათ ძილის განსაზღვრულ ფაზაში ესმოდათ, ექსპერიმენტის მონაწილეთა 60% გაღვიძების შემდეგ სწორად პასუხობდა“, – ნათქვამია სტატიაში.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ძილის დროს ტვინის აქტიური ფაზები, როცა ყველა უჯრედი აქტიურია, ნახევარ წამს გრძელდება და მას პასიური ფაზა ენაცვლება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები