ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

ფარმაცევტული სახლი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: ცვლები (მცოცავი გრაფიკი)

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)

ძირითადი ფუნქციები:

მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა;
მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი პროდუქციის ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
თაროების პროდუქციით შევსება;
პროდუქციაზე ფასის მაჩვენებლების დაკვრა და საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლა.
პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება;

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
კომუნიკაბელური;
ენერგიული, ორგანიზებული;
ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
კორპორატიულ დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, Subject ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია. ბოლო ვადაა 2019 წლის 13 თებერვალი.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
მომხმარებლისათვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა;
თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სტუდენტი/ბაკალავრი;
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

ორგანიზებულობა;
სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დისციპლინირებულობა, გაწონასწორებულობა;
კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო განაკვეთი: სამ დღეში ერთხელ, 18:00 საათიდან 10:00 საათამდე.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge. ბოლო ვადა 2019 წლის 15 თებერვალი.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს ,,თბილისი პარკი“ (მთაწმინდის პარკი) აცხადებს სტაჟირებას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა
  • ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • კომპანიისათვის სხვა იურიდიული დახმარების გაწევა და იმ ფუნქციების განხორციელება,
  • რომელიც უკავშირდება ყოველდღიური საქმიანობის იურიდიულ ასპექტებს
  • სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის 3-4 კურსის სტუდენტი
  • ინგლისური ენა, სასურველია რუსულიც
  • კომპიუტერული პროგრამები.

აუცილებელი უნარები:

  • სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია
  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

სტაჟირების ვადა: 3-დან 6-თვემდე (ანაზღაურების გარეშე)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: hr@park.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 თებერვალი. გთხოვთ, სასათაურე ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის-სტაჟირების დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები