Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სახალისო სამსახურები, რომლებიც ვარსკვლავებს პოპულარობამდე ჰქონდათ

სახალისო სამსახურები, რომლებიც ვარსკვლავებს პოპულარობამდე ჰქონდათ
February 11
16:18 2019

ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობა, სანამ პოპულარული გახდებოდა რადიკალურად განსხვავებული საქმიანობით იყო დაკავებული და ამის შესახებ მათ საუბარი არც დღეს უჭირთ. წარსულის მოგონებები მათი დიდი ნაწილისთვის საკმაოდ ძვირფასია, ამიტომაც გთავაზობთ  ჩვენი საყვარელი კუმირების ყველაზე უჩვეულო და სახალისო გამოცდილებებს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

1. Cardi B – რეპერი სკოლაში სწავლის პერიოდში მანჰეტენის ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარე იყო, თუმცა სწავლასა და მუშაობას ერთმანეთს ვერ უწყობდა, შესაბამისად, გადაწყვიტა სწავლისთვის თავი დაენებებინა და სტრიპტიზის მოცეკვავე გამხდარიყო. “ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ რატომ უნდა დაანებო სწავლას თავი ცეკვის გამო, პასუხი ერთია – ფული!” – აღნიშნა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

2. ტეილორ სვიფტი – მომღერალი პენსილვანიის ერთ-ერთ ფერმაში გაიზარდა, სადაც მისი ოჯახი საშობაო ნაძვის ხეებს ყიდდა. მისი პირველი სამსახურიც სწორედ ოჯახურ ბიზნესს უკავშირდება – ტეილორი ხის ტოტებს მწერების მიერ გაკეთებულ ბუდეებს აშორებდა.

 

3. ჩანინგ ტატუმი – მსახიობი სტრიპტიზის მოცეკვავე იყო, “ერთ ღამეში ზოგჯერ 150, 70 ან 50 ბაქსს (ფულის ერთეული) მიხდიდნენ” – აღნიშნა მან The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში.

4. მეგან მარკლი​ – სასექსის ამჟამინდელმა ჰერცოგინიამ კათოლოკურ სკოლაში კალიგრაფიის კურსი გაიარა და მოგვიანებით, სანამ მსახიობი გახდებოდა სწორედ ამ პროფესიაში სცადა ბედი.

5. ჯონი დეპი – ყველასთვის საყვარელი მსახიობი ოდესღაც კალმების გაყიდვით იყო დაკავებული.

6. ჰიუ ჯეკმანი​ – მსახიობი ექვსი თვის განმავლობაში ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა, საიდანაც იმ ფაქტის გამო გამოაგდეს, რომ მომხმარებლებს ზედმეტად ბევრს ესაუბრებოდა.

7.  ჯენიფერ ენისტონი – მსახიობი ბავშვობაში საპირფარეშოებს წმენდდა , “მე ვწვალობდი, მაგრამ მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ საკუთარი ფული მქონდა”, – აღნიშნა მან.

8. მეგან ფოქსი – მსახიობი აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი პროფესიის გარდა მხოლოდ ერთხელ იყო დასაქმებული სხვა პოზიციაზე. ის კაფის თანამშრომელი იყო და ყოველდღიურად ბანანის ფორმაში გამოწყობა უწევდა.

9. ბრედ პიტი – სანამ მსახიობი ჰოლივუდის დიდების სიტკბოებას ეზიარებოდა, ქათმის ფორმაში გამოწყობილს უწევდა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი რესტორნის სტუმრებთან მიგებება.

10. მაილი საირუსი – მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი საკმაოდ შეძლებულ და წარმატებულ ოჯახში დაიბადა, საკუთარი შემოსავლის წყაროს ძიება ადრეული ასაკიდანვე დაიწყო და ბავშვობაში ხშირად ალაგებდა უცხო ადამიანების სახლებს.

წყარო: okmagazine.ge

171 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2019
M T W T F S S
« Jan   Mar »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728