10 ბიბლიოთეკა, სადაც სტუმრებს სასიამოვნო მოულოდნელობები ხვდებათ

ლიტერატურული გვერდი

თუ კითხვა გიყვართ, ცხოვრების მანძილზე ბიბლიოთეკაში ერთხელ მაინც იქნებით ნამყოფი. თუმცა, დღეს არა ჩვეულებრივ, არამედ ისეთ ბიბლიოთეკებს გიჩვენებთ, სადაც მისულ მკითხველს საინტერესო წიგნების გარდა, საკმაოდ სასიამოვნო მოულოდნელობებიც ხვდებათ ხოლმე. მოხალისე ძაღლი, საიდუმლო გასასვლელი, ხმაურის საზომი აპარატი — აუცილებლად განაგრძეთ კითხვა, რადგან ეს ყველაფერი არ არის:

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

დინა მოხალისე ძაღლია, რომელიც ბავშვებს, რომლებსაც კითხვა უჭირთ, ყურადღებით უსმენს ხოლმე

ეს კი ხმაურის საზომი აპარატია

საიდუმლო გასასვლელი

პატარა სივრცე მათთვის, ვისაც ტელეფონზე ლაპარაკი უნდა

ფაზლი, რომელიც ბიბლიოთეკის სტუმრებს შეუძლიათ ააწყონ

აქ კი ამერიკისა და კანადას შორის გავლებული საზღვარი დაგხვდებათ

ძველი საბეჭდი მანქანა, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს

ჭრილი, საიდანაც სხვა თაროებსაც მარტივად შეათვალიერებთ

ამ ბიბლიოთეკაში ლეპტოპი შეგიძლიათ ითხოვოთ

ამ ბიბლიოთეკის საბავშვო სექციაში ფუტკრების დიდი ოჯახი ჰყავთ

წყარო: on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები