ვაკანსია სტუდენტებისთვის თბილისსა და ბათუმში

დასაქმება

ტურ-ოპერატორი “Budget Georgia” აცხადებს ვაკანსიას გიდის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები: ექსკურსიების ჩატარება ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში.

ძირითადი მოთხოვნები:

ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
საქართველოს ისტორიის, კულტურის და ტრადიციების ცოდნა
სასურველია უცხოელებთან მუშაობის გამოცდილება
რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

უნარები:

კარგი გადმოცემის უნარი
პუნქტუალურობა
პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო გრაფიკი: დღეში 4.5 სამუშაო საათი (12:30-17:00); თვეში 31 სამუშაო დღე; თვეში 140 საათი.

შესაძლებელია ჩანაცვლება, თუმცა განცდენილი სამუშაო საათების ხელფასი ჩამოიწერება პირდაპირპროპორციულად.
კომპანია უზრუნველყოფს გიდების კვებას ტურის განმავლობაში. გრაფიკი საკმაოდ მოქნილია სტუდენტებისთვის.

ანაზღაურება: თვეში 1100 ლარი

შერჩევის ეტაპები:

მარტი – ტესტირება და გასაუბრება, თეორიული და პრაქტიკული გადამზადება
აპრილი – ანაზღაურებადი სტაჟირება, კადრების გადარჩევა.
მაისი-ოქტომბერი – სამუშაო პერიოდი
ოქტომბრის შემდგომ მუშაობის გაგრძელების პერსპექტივა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე თქვენი ფოტოსურათებით შემდეგ მისამართზე: info@budget-georgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  ბოლო ვადაა 2019 წლის 3 მარტი.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

“ევროპროდუქტი” აცხადებს კონსულტანტის/მოლარის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით
ასაკი: შეუზღუდავი
ანაზღაურება (სტაჟიდან გამომდინარე მზარდი): გრაფიკის მიხედვით (კონსულტანტი: 350 – 475 — 550 – 700 / მოლარე: 400 – 600 – 800)

სტაჟირება: ანაზღაურებადი (სტაჟირების წარმატებით გავლისა და ოფიციალურად თანამშრომლობის გაფორმების შემთხვევაში), ხანგრძლივობა დამოკიდებულია მხოლოდ კანდიდატის მონდომებასა და ათვისების შესაძლებლობაზე!

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს პროდუქტის პრეზენტაცია;
  • მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
  • მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს კომპანიის დამატებითი მომსახურების შესახებ;
  • გაუწიოს მომხმარებელს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად;
  • ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
  • მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი;
  • ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
  • მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
  • მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
  • მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
  • მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და “subject”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.   ბოლო ვადაა 2019 წლის 5 მარტი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები