როგორ გავიტანოთ თავი 15 ლარით – 15 რჩევა

მხიარული ინფო

თვის დასაწყისი, როცა ხელფასი ახალი აღებული გვაქვს, ყველას გვიყვარს, რადგან მეფურად ვცხოვრობთ. თუმცა თანხის არასწორი გადანაწილებისა და მენეჯმენტის შემთხვევაში, თვის ბოლოს, ეს მდგომარეობა რადიკალურად იცვლება და საგონებელში ვვარდებით.

გთავაზობთ 15 სერიოზულ რჩევას, რომელიც სასოწარკვეთილების გადალახვასა და ფინანსურ სიძნელეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

1. მიდით, მოუწიეთ თქვენს თანამშრომლებს სიგარეტი, კარგი იყო, მთელი თვე რომ თქვენს სიგარეტს ეწეოდნენ?

2. დადექით იმ თანამშრომლის გვერდით, რომელიც შოკოლადს ჭამს

3. შეყვარებულის კაფეში დაპატიჟების ნაცვლად, შეწვით კარტოფილი, რომელიც ბევრად ნაკლები დაგიჯდებათ.

4. და დაანთეთ სანთელი (იაფიანი), რათა რომანტიკული გარემო შეიქმნას

5. ეწვიეთ ბებიას

6. დაიწყეთ შიმშილი გახდომის მიზნით

7. თუ ვინმეს დაბადების დღეზე დაგპატიჟეს, შექმენით საჩუქარი საკუთარი ხელით და თქვით, რომ თანამედროვე არტია

8. დაივიწყეთ ტაქსები – ავტობუსით იმგზავრეთ და კონტროლიორს ძველი ბილეთი აჩვენეთ, ისე, რომ თარიღს თითი დააფაროთ

თუ არა?

9. ან გაუღიმეთ კონტროლიორს

ფართოდ და არა ასე

10. მოჩხრიკეთ ძველი ჩანთები, სადმე ლარიანი ან ორლარიანი ეგდება

11. შეამოწმეთ დივანი

12. გადაახურდავეთ 1-დოლარიანი, რომელიც საფულეში გიდევთ

13. ქუჩაში ისე ადრე გამოდით, რომ მეეზოვეებს დაასწროთ და მიწაზე იყურეთ

14. საღამოს შეყვარებულს სახლამდე გასეირნება შესთავაზეთ, რომ დარჩენილი 5 ლარი ტაქსიში არ გაფლანგოთ

15. და ბოლოს – ასე იცხოვრეთ და 15 ლარიდან შესაძლოა მთელი 5 ლარი დაგრჩეთ, რომელსაც ხელფასის დღეს მეფურად დახარჯავთ.

წყარო: on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები