Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რაზე მეტყველებს თქვენ მიერ შერჩეული გეომეტრიული ფიგურა?

რაზე მეტყველებს თქვენ მიერ შერჩეული გეომეტრიული ფიგურა?
February 24
16:00 2019

თითოეული ადამიანის ხასიათი მის მიერ გაკეთებულ ნებისმიერ არჩევანში გამოიხატება. ეს ფაქტი რეალურია იმ შემთხვევებშიც თუ კი შერჩეული საკითხს პირდაპირი, ხილული კავშირი არ აქვს ჩვენს ნიშან-თვისებებთან, ეს ფაქტი ფსიქოლოგების ხანგრძლივმა დაკვირვებებმა დაამტკიცა, რომლებმაც ასევე შემოგვთავაზეს ერთგვარად „უწყინარი“ ტესტებიც საიმისოდ რომ დავრწმუნდეთ საკუთარი პიროვნების დადებით თუ უარყოფით მხარეებში, ან გავაკეთოთ ზოგადი დასკვნა ჩვენს გარშემომყოფებზე. ასეთია ტესტი გეომეტრიულ ფორმებზეც, რომლის შესასრულებლადაც უპირველეს ყოვლისა უნდა დააკვირდეთ მოცემულ ფიგურებს, შეარჩიოთ ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცნოთ მის მახასიათებლებს.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

1. მართკუთხედი

ადამიანები, რომლებიც მართკუთხედს ირჩევენ უმეტესწილად უკმაყოფილონი არიან საკუთარი ცხოვრებით და გამუდმებით ცდილობენ მდგომარეობა გაიუმჯობესონ, შესაბამისად, მათმა ცნობისმოყვარეობამ და გაბედულებამ შესაძლოა შედეგიც გამოიღოს. თუ თქვენ სწორედ ამ ფორმასთან აიგივებთ საკუთარ თავს, დიდი შანსია რომ ისეთი მენტალური პრობლემებითაც იტანჯებოდეთ, როგორებიც მუდმივი გაურკვევლობა და ეჭვებია.

უარყოფითი თვისებები: თქვენი საქციელები უმეტესად არათანმიმდევრული და არაპროგნოზირებადია, გაქვთ დაბალი თვითშეფასება, რაც ხელს გიშლით კარიერულ წინსვლაშიც.

2. სამკუთხედი

ეს ფორმა ერთმნიშვნელოვნად ლიდერობასთან ასოცირდება, თუკი არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერეთ, გილოცავთ! თქვენ ანალიზის არაჩვეულებრივი უნარითა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უჩვეულო ნიჭით ხართ დაჯილდოებული. თქვენნაირი ადამიანები თავდაჯერებულები და სიმართლის მოყვარენი არიან, ამასთანავე ახალი ცოდნის ათვისებასაც სხვებზე იოლად ახერხებენ.

უარყოფითი თვისებები: უამრავ დადებით თვისებასთან ერთად თქვენ ძალიან ეგოცენტრულიც ხართ და ხშირად გიჭირთ საკუთარი შეცდომების აღიარება.

3. კვადრატი

ეს სიმბოლო გამოხატავს შრომისმოყვარეობასა და გულმოდგინებას. მოთმინება და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი გეხმარებათ, რომ თქვენი საქმის პროფესიონალები გახდეთ. თქვენნაირი ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა დააგროვონ და საჭიროების შემთხვევაში ადვილად ახერხებენ მის პრაქტიკულ გამოყენებასაც.

ზოგადად ეს ფორმა დადებით ემოციას იმ ადამიანებში აღძრავს, რომლებსაც ტვინის მარცხენა ნახევარსფერო აქვთ უფრო განვითარებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ცდილობენ ყველაფერში ლოგიკას მიყვნენ და არ იმოქმედონ მხოლოდ ნდობასა თუ სხვა ბუნებრივ ინსტინქტებზე დაყრდნობით. მათ მშვიდი, მონოტონური ცხოვრება იზიდავთ და ვერ ეგუებიან მოულოდნელობებს.

უარყოფითი თვისებები: გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენ გამუდმებით მეტი ინფორმაციის მიღებას ცდილობთ, რაც ხშრად ცხოვრების ტემპს ანელებს. ცივი რაციონალური გონება კი, ხელს გიშლით ადამიანებთან საერთო ენის მარტივად გამონახვაში.

4. წრე

წრე ჰარმონიულობის სიმბოლოა. ის ადამიანები, ვინც მოცემული ფორმებიდან სწორედ მას ირჩევენ,  მარტივად ახერხებენ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას. მათთვის ცხოვრებაში მთავარი ახლობელი ადამიანები და მათი კეთილდღეობაა, შესაბამისად,  წრე მოცემული ხუთი ალტერნატივიდან, ყველაზე მეტად კეთილგანწყობილი ნიშანია.

ეს ადამიანები სხვის ტკივილსა და სიხარულსაც ემოციურად იზიარებენ, ისინი კარგი მოაზროვნეები არიან, მაგრამ გამოირჩევიან არა ლოგიკით, არამედ კრეატიულობით. მათი აზროვნების მთავარი თავისებურება პრობლემაზე სრული ფოკუსია, რაც წრის აგებულებიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის.

5. ზიგზაგი

ე.წ. ზიგზაგი და შეიძლება ითქვას ტეხილი ხაზი კრეატიულობის სიმბოლოა. ადამიანებს, რომლებიც ამ ფორმის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი, ტვინის მარჯვენა ნაწილი აქვთ მეტად განვითარებული, რაც მათ საშუალებას აძლევთ სამყარო უფრო მარტივ ჩარჩოებში აღიქვან, შეიცნონ მისი სილამაზე და ჰარმონიულად შეერწყან მას. მსგავსი ტიპის ადამიანებს არ შეუძლიათ ერთ საქმეს მიუძღვნან თავი, რადგან ეს მათთვის მოსაწყენია და ამასთანავე, უამრავი ინტერესის სფერო, რაც მათ გონებას ერთი საგნიდან მეორეზე გადართავს, უბიძგებს ახალი თავგადასავლებისკენ.

უარყოფითი თვისებები: მათი ცხოვრება წარმოსახვითს უფრო ჰგავს, რადგან იდეების გენერირებით უფრო მეტად არიან დაკავებული, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში მათი გამოყენებით. მათ ჰიპოთეზები უფრო იზიდავთ, ვიდრე უტყუარი სიმართლე.

წყარო: okmagazine.ge

607 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2019
M T W T F S S
« Jan   Mar »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728