სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის

დასაქმება

საერთაშორისო DMC კომპანია „WST and Citysightseeing Tbilisi“ (www.wst.com) გახლავთ მსოფლიო ბრიტანული ბრენდის worldwide Citysightseeing-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში (www.city-sightseeing.com).

ამჟამად კომპანია ეძებს ოფისის ადმინისტრატორს (რეცეფციონისტს), რომლის ძირითადი ფუნქციები ტურისტების დახვედრა, კომპანიის პროდუქტებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მათი დაკვალიანება იქნება.

სამუშაო მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების თავაზიანად და ღიმილით მიღება, მათთან კომუნიკაციის დამყარება
  • კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით კარგად ცოდნა და რეალიზაცია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით
  • დამაჯერებლად, თავაზიანად და გამართულად საუბარი, დეტალურად აღწერა თვითოეული სერვისისა, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს
  • გაყიდვებისა და სხვა ტრანზაქციების აღრიცხვიანობის წარმოება
  • კომპანიის კუთვნილ პროგრამასთან მუშაობა და ყოველდღიური პროცესის მონიტორინგი
    ტურების ეფექტური დაგეგმვა და შესრულების უზრუნველსაყოფად, გიდებთან, ავტობუსის ბორტგამყოლებთან და მძღოლებთან თანამშრომლობა
  • ტურების მიმდინარეობის სისტემატური კონტროლი
  • დღის გახსნისა და დახურვის ჩაბარება ზედამხედველთან
  • კომპანიისა და გაყიდვების საპრეზენტაციო ფაილების მომზადება, განახლება
  • მელის ყოველდღიური კონტროლი და გამართული, პროფესიონალური პასუხების გაცემა
  • რეზერვაციების კონტროლი
  • ტურისტებისთვის გამოსადეგი ადგილობრივი რჩევების მიწოდება
  • მისაღები ოფისის სისუფთავის და ინვენტარის ფუნქციონირების უზრუნველყოფა

სასურველი ცოდნა და უნარჩვევები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნესი/ტურიზმი/გაყიდვები). განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • აუცილებელია რუსული, ინგლისური და ქართული ენების ფლობა სრულყოფილ სალაპარაკო დონეზე
  • სასურველია გამოცდილება ტურისტულ სფეროში
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
  • სწორი გამართული მეტყველება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დადებითი მიდგომა, კლიენტზე ორიეტირებული, სასიამოვნო და მომღიმარი
  • შეგუებადობა და კომპანიის სტანდარტების გაზიარება
  • ენთუზიაზმი და ინტერესი ტურისტულ სფეროში
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • დროის მართვის უნარი
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • აკურატული და სუფთა

სამუშაო პირობები:

პოზიციის სახელი: ოფისის ადმინისტრატორი (რეცეფციონისტი)
ანაზღაურება: 700 + ბონუსი გაყიდვებიდან
ადგილმდებარეობა: მეიდანი ან თავისუფლების მოედანი, თბილისი
სამუშაო დღეები და საათები: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი
სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემო
შერჩეული კანდიდატები, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, გაივლიან სტაჟირებას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე g.kokhtashvili@wst.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „ოფისის ადმინისტრატორი (რეცეფციონისტი)“. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 მარტი.

კომპანია რეგულარულად განიხილავს აპლიკაციებს, ამიტომ გირჩევთ ნუ დააყოვნებთ რეზიუმეს გამოგზავნას. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები განიხილება და შესაბამისად გაივლიან გასაუბრებას.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

UGT ელექტრობისა და BMS-ის მიმართულებით სტაჟიორის პოზიციაზე ეძებს ახალგაზრდა მოტივირებულ ინჟინერს, რომელსაც უყვარს თავისი პროფესია და სურს განვითარდეს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

  • ელექტრობის, სახანძრო სისტემების, სიგნალიზაციის, სათვალთვალო სისტემებისა და ზოგადად BMS პროექტირებაში ჩართულობა;
  • ელექტრო და BMS სისტემებში სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება;
  • ელექტრობისა და BMS-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია ელექტრობის სისტემების მინიმალური ცოდნა;
  • სასურველია შეეძლოს ელექტრობის ნახაზების წაკითხვა/გარჩევა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი, ვერბალური);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია CAD software, 3D cad software (3dMAX, Rhino) ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვის უნარი;
  • ტექნიკური აზროვნება;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე trainee@ugt.ge არაუგვიანეს 4 მარტისა და სათაურის ველში მიუთითოთ: „სტაჟირება ელექტრობისა და BMS-ის მიმართულებით“.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

პაშა ბანკი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ფინანსური მართვის დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებას.

სტაჟირების განაკვეთი: სრული;
სტაჟირების დაწყების თარიღი: 4 მარტი, 2019 წელი;
ხანგრძლივობა: 4 თვე.

ფუნქცია-მოვალეოებები:

  • ფინასური დეპარტამენტის თანამშრომლების მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • ანგარიშგების, ფინანსური რეპორტრინგის და გატარებების წარმოებაში მონაწილეობა;
    დოკუმენტბრუნვის წარმართვა;

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში, აუდიტსა ან ფინანსებში;
  • შესყიდვებში/ბუღალტერიაში მცირე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft Office პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის).

უნარ-ჩვევები:

  • სიზუსტე, დეტალებისადმი ყურადღება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური და მათემატიკური აზროვნება;
  • პუნქტუალურობა და ამოცანების მაღალი ხარისხით დადგენილ ვადაში შესრულების უნარი;
  • მოტივაცია სწავლისა და განვითარებისთვის.

სტაჟირების შედეგად სტაჟიორი გაიღრმავებს ცოდნას შემდეგ საკითებში:

  • საბანკო ბუღალტერიის საფუძვლები;
  • ეროვნული ბანკის რეგულაციები ბანკთან მიმართებით;
  • ანგარიშგების შიდა და გარე ტიპები;
  • რა არის ბიუჯეტირება;
  • ფინანსური მენეჯმენტის დეპარტამენტისა და ბანკის სხვა ფუნქციების
  • ურთიერთდამოკიდებულება.
  • ფინანსებთან და ბურალტერიასთან დაკავშირებულ დოკუმნტაციასთან მუშაობის ძირითადი პრინციპებები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი არა უგვიანეს 2019 წლის 28 თებერვლისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები