Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად თბილისის მერია საბუთების მიღებას იწყებს

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად თბილისის მერია საბუთების მიღებას იწყებს
February 28
14:17 2019

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება დაიწყო.

„სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

დაფინანსება გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში, რაც წლიურად 2250 ლარს, ხოლო სემესტრულად 1125 ლარს შეადგენს.

სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე, კერძოდ:

  • 51 – 70 ქულა – სწავლის საფასურის 50%;
  • 71 – 90 ქულა – სწავლის საფასურის 70% (თუ ოჯახს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში
  • აქვს 40 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, სტუდენტი მიიღებს 100 პროცენტიან დაფინანსებას);
  • 91 – 100 ქულა – სწავლის საფასურის 100%.
  • თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 30%, 50% ან 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მას სწავლის საფასური შეევსება 100%-მდე.

დაფინანსების მისაღებად სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა ქალაქ თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
  • უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი
  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
  • სამოტივაციო წერილი.

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსებისთვის განცხადებები მიიღება 2019 წლის 1 მარტიდან – 31 მაისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მერიის ცხელ ხაზს.

36 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2019
M T W T F S S
« Jan   Mar »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728