ორი უნივერსიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატმა სამართალდამრღვევად ცნო

საინტერესო ფაქტები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2018 წელს ორი უნივერსიტეტი შეამოწმა და დადგინდა, რომ მათ საინფორმაციო დაფაზე საჯაროდ ჰქონდათ განთავსებული ინფორმაცია სტუდენტების ფინანსური დავალიანებისა და სტატუსის შეჩერების შესახებ.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, უნივერსიტეტებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საინფორმაციო დაფაზე საჯაროდ ჰქონდათ განთავსებული სტუდენტების ფინანსური დავალიანებისა და სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაცია (სია მოიცავდა სტუდენტების სახელს, გვარს, პირად ნომერს, ჯგუფის ნომერს).

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

„უნივერსიტეტები მონაცემთა გასაჯაროების მიზნად ასახელებდნენ სტუდენტთა ინფორმირებას. შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი იყო სხვა ფორმითაც – ინდივიდუალურად, ელექტრონული ბაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს სტუდენტების შესახებ ინფორმაცია.

ორივე უნივერსიტეტი ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში. ასევე დაევალათ სტუდენტებისთვის მათი ფინანსური დავალიანების არსებობისა და სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალურად მიწოდების სტანდარტული წესის შემუშავება“, – აღნიშნულია უწყების 2018 წლის ანგარიშში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები