Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ვაკანსიები სტუნდეტებისთვის თბილისსა და კახეთში

ვაკანსიები სტუნდეტებისთვის თბილისსა და კახეთში
March 04
17:49 2019

1. კომპანია “აისტაილი” აცხადებს ვაკანსიას პროგრამული კონსულტანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: რუსული, ინგლისური

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
ინგლისური ან/და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
Apple-ის პროდუქციისა და iOS/Mac OS პროგრამული სისტემების ცოდნა;
სწრაფი ათვისების უნარი;
დადებითი პიროვნული თვისებები;
ასაკი 18-დან 30 წლამდე.

ძირითადი მოვალეობები:

Apple-ის პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა და ტექნიკური და პროგრამული მონაცემების ახსნა;
მომხმარებლისათვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება და გაყიდვა;
პროგრამული მომსახურების გაწევა;
სიახლეების მუდმივ რეჟიმში მოძიება და დანერგვა;
მერჩენდაიზინგი.

თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@istyle.ge 2019 წლის 28 მარტი. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

2. სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პირადი ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური, რუსული

ძირითადი მოვალეობები:

ექიმის ასისტირება პაციენტის მიღებასა და მკურნალობაში;
დოკუმენტაციის წარმოება;
პირადი ექიმის მხარდაჭერა ყველა სახის ტექნიკურ საკითხებში;
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი სამედიცინო განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

გამართული მეტყველება;
კომუნიკაციის უნარი;
მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობა;

თუ კი აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გახდით ჩვენი გუნდის წევრი ჩვენ გთავაზობთ:

საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
ურთიერთობას ერთ ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საიტერესო სამუშაო გამცდოლებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშორლობით, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 13 მარტისა აღნიშნულ ელ. მისამართზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

3. სს „კრედო ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცერის პოზიციაზე კახეთში.

მდებარეობა: საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ყვარელი, ახმეტა, წნორი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

კრედო ბანკი წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და წარმოგენილია 68 ფილიალით. 2017 წელს ჩვენ მივიღეთ საბანკო ლიცენზია და გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას საბანკო სფეროში;
სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

ჩვენ ვეძებთ: ახალგაზრდა, მოტივირებულ, ახალკურსდამთავრებულ ან ბოლო კურსის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ სურვილი თეორიული ცოდნა გამოიყენონ პტაქტიკაში.

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

სასურველია უმაღლესი განათლება/სტუდენტის სტატუსი;
საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობისა გრძნობა;
გუნდურობა;
პროაქტიულობა.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

ძირითადი მოვალეობა და პასუხისმგებლობა:

მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით აქციებში მონაწილეობის მიღება;
კრედოს პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება კონტრაქტორ მაღაზიებში;
კლიენტისათვის საგანვადებო პროდუქტების შეთავაზება;
კლიენტისათვის პროდუქტის დადებითი მახასიათებლების გაცნობა;
ინვოისის შევსებაში დახმარების გაწევა;
ფილიალის ადმინისტრატორისათვის რეგისტრირებული ინვოისების მიწოდების უზრუნველყოფა.

თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი გამოაგზავნე შენი სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge ან დატოვე შენი CV კახეთის რეგიონში მდებარე კრედო ბანკის ნებისმიერ ფილიალში. სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება – გაყიდვების ოფიცერი საგარეჯოში.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 1 აპრილი.

300 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში