10 კლიშე, რომლებსაც ტელენოველებში გამუდმებით ვაწყდებით

მხიარული ინფო

საპნის ოპერები 90-იან და 2000-იან წლებში საქართველოში ყველაზე პოპულარული გასართობი საშუალება იყო. ტელენოველები ძირითადად ერთი ფაბულით ვითარდებოდა და მილიონობით მაყურებლის გულს იპყრობდა. შესაბამისად, სერიალის მთავარი ხაზის დარღვევა ლათინოამერიკულ სერიალებს თავდაყირა დააყენებდა.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

წარმოგიდგენთ 10 კლიშეს, რომლებსაც ტელენოველეში გამუდმებით ვაწყდებით:

1. მთავარი პერსონაჟის ძილის წამლით გაბრუება და მასთან ლოგინში ჩაწოლა ყველას სენია

 2. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე შეიძლება სახლში იყვნენ, ყოველთვის საღამოს კაბა აცვიათ და დადიან მაღალ ქუსლებზე

3. “ეს ის არ არის, რაც შენ გგონია” – ფრაზა, რომელიც ყველა საპნის ოპერაში ჟღერს

4. გასაკვირია, მაგრამ ყველას თან დააქვს პარიკი და შავი სათვალე გარეგნობის უმალ შესაცვლელად

5. რამდენჯერ გინახავთ უბრალო მიზეზის გამო სუფრიდან წამომხტარი ადამიანი, სიტყვებით: “მადა დავკარგე”.

6. მდიდარ ბიჭს აუცილებლად უნდა შეუყვარდეს ღარიბი გოგო (ან პირიქით)

7. მნიშვნელოვანი საუბრის დროს ვიღაც გიახლოვდება და გისმენს, თუმცა შენ მას ვერ ამჩნევ და ვერ ხედავ

8. რა არის ადამიანის მოკვლის საუკეთესო მეთოდი?! – რა თქმა უნდა, კიბიდან დაგორება.

9. პერსონაჟები ყოველთვის ესაუბრებიან საკუთარ თავს სარკეში

10. გრიპი გაქვს, კიბეებიდან დაგორდი თუ ავარიაში მოყევი? – ამნეზია გარანტირებული გაქვს

წყარო: buzzfeed

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები