ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

1. “ევროპროდუქტი” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით
ასაკი: შეუზღუდავი

ანაზღაურება (სტაჟიდან გამომდინარე მზარდი): გრაფიკის მიხედვით ( კონსულტანტი: 350 – 475 – 550 – 700 / მოლარე: 400 – 600 – 800 )

სტაჟირება: ანაზღაურებადი (სტაჟირების წარმატებით გავლისა და ოფიციალურად თანამშღომლობის გაფორმების შემთხვევაში), ხანგრძლივობა დამოკიდებულია მხოლოდ კანდიდატის მონდომებასა და ათვისების შესაძლებლობაზე!

პიროვნული თვისებები:

შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სხარტი აზროვნება;
ანალიტიკური აზროვნება;
კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

აუცილებელი მოთხოვნები:

ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) ;
პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს პროდუქტის პრეზენტაცია;
მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს კომპანიის დამატებითი მომსახურების შესახებ.
გაუწიოს მომხმარებელს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება
იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად.
ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი;
ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი.
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და “subject”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. ბოლო ვადაა 2019 წლის 21 მარტი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

2. Glovo აცხადებს ვაკანსიას კურიერის (გლოვერის) პოზიციაზე ქუთაისში.

თუ გყავთ საკუთარი მოპედი, მოტოციკლეტი, ავტომობილი ან ველოსიპედი, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!

ყველა ენერგიულ და მოტივირებულ პიროვნებას ვისაც სურს ქონდეს მაღალი ანაზღაურება და თავისუფალი გრაფიკი, შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.

საუკეთესო შემოთავაზება Glovo-სგან:

1 500 ლარამდე შემოსავალი + ბონუსი 2 კვირაში ერთხელ
მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შეთავსებადი სტუდენტებისთვის)
24-საათიანი კლიენტთა მომსახურების მხარდაჭერა

მოთხოვნები:

საკუთარი მოპედი, მოტოციკლეტი, ავტომობილი ან ველოსიპედი
სმარტფონი
მართვის მოწმობა (*ტრანსპორტის საჭიროების შემთხვევაში)

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა. ბოლო ვადაა 2019 წლის 29 მარტი.

3. კომპანია პოზიშენ პლუსი აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი ქოლ – ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

ასაკი: 20-დან 35 წლამდე
გერმანული ენის სრულყოფილად ცოდნა.
საოფისე პროგრამების ცოდნა.
სასურველია ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება.
სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება
“ მოლაპარაკების ეფექტურად მართვის უნარი

პიროვნული მახასიათებლები:

კომუნიკაბელურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
პუნქტუალურობა;
დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
პრობლემების გადაჭრის უნარი;
ლოგიკური აზროვნება.

სამუშაო გარემო:

სრული. (სტუდენტებისათვის ხელშეწყობით)
პროფესიული და კარიერული ზრდა;
სასიამოვნო სამუშაო გარემო;
ანაზღაურება – 350 $ (ფიქსირებული + ბონუსი).

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ninakavelashvili28@gmail.com
გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ბოლო ვადაა 2019 წლის 28 მარტი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები