სეუ-ში აბარებთ ან მობილობით გადადიხართ? – მაშინ ეს უნდა იცოდეთ

მხიარული ინფო

ერთ-ერთმა სტუდენტურმა “ფეისბუკ-გვერდმა” – SEU Land-მა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთათვის და მობილობის წესით გადასული სტუდენტებისთვის გამოაქვეყნა რჩევების სია, რომელიც სტუდენტისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს. იმისთვის რომ სეუ-ში ორიენტაცია, მობილიზება და შეგუება ადვილად განახორციელოთ გთავაზობთ ამ რჩევა-დარიგებებს:

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1. არასდროს შეხვიდეთ ლიფტში იმ ადამიანზე ადრე, რომელმაც სეუ-ში თავიდანვე ჩააბარა;

2. მოერიდეთ ბარს;

3. საჭმელს ვჭამთ “საოჯახო სამზარეულოში”, სეუ-ს წინ (ჩვენ გირჩევთ ნახევრად ფენოვან ლობიანს და ჰოთ დოგს (თუმცა მეჰოთდოგე წავიდა და ახალს მოიყვანენ თუ არა არ ვიცი) ).

4. მწეველები სიგარეტს ეწევით შესასვლელთან. კიბეებზე ნუ დადგებით!

5. ნურასდროს მოინდომებთ გუმბათზე ასვლას, ყველა ასასვლელი დაკეტილია;

6. არ ვიცი თქვენს წინა უნივერსიტეტში როგორ ხდებოდა, მაგრამ ჩვენი ელექტრონული სასწავლო ბაზა (SEU.INI.GE) საგნების არჩევისას თითქმის არ ჭედავს, ასე რომ მინიმუმ ერთით ნაკლები საწუწუნო გექნებათ;

7. მოერიდეთ შუა ლიფტს (ბარში რომელიც ადის), ხშირად ფუჭდება;

8. მეცხრე სართულის ბიჭების ტუალეტში წყალი არ მოდის და არ შეხვიდეთ;

9. ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ საგნებს ჰარი-ჰარალოზე ჩააბარებთ;

10. ბიბლიოთეკა და ქსეროქსი მე-16 სართულზეა. ქსეროქსის ქალთან ფრთხილად იყავით, ცოტა უხეში ქალია;

11. თუ არ გინდათ ბიბლიოთეკიდან გამოგაპანღურონ:

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები