Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესი – პრაქტიკული რჩევები

საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესი – პრაქტიკული რჩევები
March 21
15:36 2019

თუ თქვენ ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად ნაშრომის (ან უბრალოდ სამეცნიერო სტატიის) დაწერა გსურთ, დამეთანხმებით, რომ წერის პროცესი უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული. პირველი სირთულე თემის არჩევას უკავშირდება, შემდგომი სირთულეები კი ნაშრომის აგების ტექნიკურ მხარეს ეხება. იმისთვის რომ წერის პროცესი გაგიმარტივდეთ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ეტაპებს.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

I ეტაპი:

აირჩიეთ ხელმძღვანელი, რომელიც იცით, რომ დაგეხმარებათ და მაქსიმალურად მოგაქცევთ ყურადღებას როგორც წერის პროცესში ისე დასკვნით ეტაპზეც.

II ეტაპი:

ხელმძღვანელთან შეთანხმებით აირჩიეთ თემის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც საკვლევად მარტივი იქნებოდა ამავდროულად საინტერესოც.

III ეტაპი:

მოიძიეთ ზოგადი ინფორმაცია თქვენ მიერ არჩეული თემების გარშემო. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რამდენად ხელმისაწვდომია ლიტერატურა (კვლევები, სტატიები, სხვა სახის ნაშრომები) ამა თუ იმ თემის ირგვლივ. შემდგომ უკვე იწყებთ ერთ კონკრეტულ თემაზე ფიქრს.

IV ეტაპი:

უკვე არჩეული თემის შესახებ ესაუბრებით ხელმძღვანელს, უსაბუთებთ ამ თემის კვლევის აუცილებლობას, უსახელებთ რამდენიმე სანდო წყაროს და იღებთ რჩევებს მისგან.

V ეტაპი:

აუცილებელია კარგად შევარჩიოთ კვლევის მეთოდოლოგია, რომელი უფრო მიესადაგება საკვლევ საკითხს და ეს მეთოდოლოგია მოგვცემს თუ არა საშუალებას კარგად შევისწავლოთ ჩვენ მიერ არჩეული საკითხი. აუცილებელია კვლევის ინსტრუმენტის პილოტირება, ანუ დატესტვა, რამდენად სრულყოფილია რომ შემოწმდეს. ასევე, მნიშვნელოვანია მიღებული მონაცემების სწორად დამუშავება და კვლევაში სწორად ინტეგრირება. გააჩნია კვლევის მეთოდს, ზოგჯერ საჭირო ხდება დიაგრამებისა და სხვა თვალსაჩინოებების წარდგენა.

VI ეტაპი:

ლიტერატურის მოძიება არის ყველაზე შრომატევადი და ყველაზე მეტ ყურადღებას მოითხოვს, ამის მეშვეობით ხდება ანალიზი, თუ რა მიმართულება უნდა მივცეთ კვლევას და ამის მიხედვით ყალიბდება ჰიპოთეზაც.

VII ეტაპი:

იწყებთ თემაზე  მუშაობს და პარალელურად ერკვევით საბაკალავრო ნაშრომის წერის ტექნიკაში (ტექსტის აწყობის პრინციპში) როგორც ხელმძღვანელის, ისე სხვა დოკუმენტების დახმარებით.

ყველა უნივერსიტეტს საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის საკუთარი წესი აქვს. თუმცა რამდენიმე უნივერსიტეტის მაგალითის გაცნობის შემდეგ გარკვეული წარმოდგენა შეგექმნებათ  ზოგადად საბაკალავრო ტექსტის აწყობის პრინციპზე, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ.

იხილეთ საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის მაგალითები უნივერსიტეტების მიხედვით (წელს აღნიშნულ დოკუმენტებში შესაძლოა შესული იყოს მცირედი ცვლილებები, დეტალებზე მიმართეთ ჯგუფის ხელმძღვანელს ან უნივერსიტეტს):

თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

თბილისის ღია უნივერსიტეტი

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი

იხილეთ საბაკალავრო ნაშრომის მაგალითი – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერის, ზურაბ ლაცაბიძის სადიპლომო ნაშრომი

შენიშვნა! – არ გამოიყენოთ ნაშრომში სხვისი აზრები/ფრაზები/მაგალითები წყაროს მითითების გარეშე. ასევე არ გაასაღოთ სხვისი ნაშრომი საკუთარ ნამუშევრად. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი არ სწორდება და უნივერსიტეტი თავად წყვეტს მოგცეთ თუ არა დრო ახალი ნაშრომის წარმოსადგენად (ხარისხის ხელახლა დაცვისთვის).

735 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში