Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გრანტის გაცემის პრინციპი საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით

გრანტის გაცემის პრინციპი საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით
March 28
18:04 2019

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მაგისტრანტობის კანდიდატს აქვს უფლება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ შეცვალოს სარეგისტრაციო განაცხადში მითითებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი. ტესტის ტიპის შეცვლა შესაძლებელია 7 მაისის 18:00 საათამდე.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

საგრანტო ქულის დაანგარიშების წესი

გრანტის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის კონკურსი. მაგისტრანტობის მსურველის საგრანტო ქულა წარმოადგენს მის მიერ ტესტის ოთხივე ნაწილში მიღებულ ნორმირებულ ქულათა ჯამს, გამრავლებულს გარკვეულ, ფიქსირებულ, მთელ დადებით რიცხვზე.

საგრანტო კონკურსი

სახელმწიფო გრანტი გაიცემა სსგ-ის შედეგების მიხედვით მხოლოდ აკრედიტებულ სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულთათვის. ამასთან, კონკურსში გამარჯვებული ის აპლიკანტები, რომელთაც სურვილი აქვთ გააგრძელონ სწავლა ისეთ სამაგისტრო პროგრამებზე, სადაც სწავლის ღირებულება არ აღემატება 2250 ლარს, სწავლის ორი წლის მანძილზე ისინი ფინანსდებიან სრულად, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში გამარჯვებულ აპლიკანტებს გრანტის სახით წელიწადში (სწავლის ორი წლის მანძილზე) ეძლევათ 2250 ლარი. დადგენილია 12 საგანმანათლებლო მიმართულება. თითოეული მიმართულებისათვის განსაზღვრულია მთელი თანხის ის ნაწილი, რითაც ეს მიმართულება დაფინანსდება. მთელი თანხის 39,96% თანაბრად გადანაწილდება მიმართულებებზე (თითოეული მიმართულებისათვის ეს შეადგენს 3,33%-ს), ხოლო დარჩენილი 60,04% კი განაწილდება ე.წ. პრიორიტეტების მიხედვით. საერთო ჯამში თითოეული მიმართულებისათვის გამოყოფილი თანხა განისაზღვრება ამ თანხების ჯამით. ს

აგრანტო კონკურსში ერთმანეთს შეეჯიბრებიან მხოლოდ ის აპლიკანტები, რომელთა მიერ არჩეული სამაგისტრო პროგრამები ერთსა და იმავე მიმართულებას 5 მიეკუთვნება, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს იმის საშიშროებას, რომ (ასეთი სისტემის არარსებობის შემთხვევაში) შესაძლოა დაფინანსებულიყო მხოლოდ რამდენიმე სპეციალობა, სპეციალობათა დიდი ნაწილი კი დარჩენილიყო დაფინანსების გარეშე. შევნიშნავთ, რომ ყოველ კონკრეტულ მიმართულებაში მოხვედრილ თითოეულ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველები აბარებენ ერთსა და იმავე ტიპის ტესტს, თუმცა არსებობს რამდენიმე სხვადასხვა მიმართულება, სადაც ერთი და იმავე ტიპის ტესტი ბარდება.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მთელი საგრანტო თანხის განაწილება როგორც თანაბარი პრინციპით, ასევე პრიორიტეტების მიხედვით. ამავე ცხრილში ყოველი კონკრეტული მიმართულებისათვის მითითებულია სსგ-ის ტესტის ის ტიპი, რომელსაც აბარებენ მოცემულ მიმართულებაში მოხვედრილ სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველები.

იხილეთ ტესტის რომელი ტიპი უნდა დაწეროს მაგისტრობის მსურველმა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე?

1,302 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში