Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ფრაზები, რომლებიც თანამოსაუბრეს არ უნდა უთხრათ

ფრაზები, რომლებიც თანამოსაუბრეს არ უნდა უთხრათ
March 31
13:13 2019

ყველა ჩვენგანს უთქვამს რაღაც, რისი ინტერპრეტაციაც ადამიანებს იმდენად განსხვავებულად გაუკეთებიათ, ალბათ, რომ ვერც წარმოიდგენდი. ამის მიზეზი კი სოციალური ცნობიერების ნაკლებობაა – უნარის, რომელიც საშუალებას გვაძლევს სხვა ადამიანების ემოციები, გამოხატვის ფორმები მივიღოთ ჩვენი სუბიექტური აღქმების, სუბიექტური ფილტრის გარეშე.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

სოციალური ცნობიერების მთელი მშვენიერება იმაში მდგომარეობს, რომ სულ მცირედი კორექტირებით მნიშვნელოვნად შეუძლია ადამიანებთან სასიამოვნო კომუნიკაციის დამყარება. მაგალითად, გთავაზობთ 8 ფრაზას, რომელთა შელამაზების შემთხვევაშიც, თქვენც უფრო ბედნიერი იქნებით და გარშემომყოფებიც:

დაღლილი ჩანხარ“

დაღლილი ადამიანი ხომ არც ისე სასიამოვნოდ გამოიყურება – ჩაშავებული თვალები და აბურძგნული თმა აქვს, უჭირს კონცენტრაცია… შესაბამისად, ვინმესთვის თქმა „დაღლილი ჩანხარ“, ყველა ზემოთ ჩამოთვლილს გულისხმობს. ამის ნაცვლად, ჰკითხე: „ყველაფერი კარგადაა“. შენი მიზანი ხომ, რეალურად, მისი დახმარებაა, ამიტომ, უბრალოდ, ჰკითხე და აგრძნობინე, რომ არ ეუხეშები.

„ღმერთო ჩემო, ძალიან ბევრი დაიკელი ხომ?“

შესაძლოა, ჩვენ კომპლიმენტის თქმა გვინდოდეს, მაგრამ ასეთმა გულწრფელობამ საპირისპირო შედეგი მოგვცეს. ამის ქვეტექსტი ხომ ისაა, ადრე არ გამოიყურებოდა მიმზიდველად და ახლა აღფრთოვანებული ხარ იმით, რომ ამხელა წონა „დაიგდო“. მარტივად, უთხარი, რომ „ფანტასტიკურად გამოიყურება“. არ არის საჭირო იმის შედარება, ადრე როგორი იყო და ახლა რამდენად შეცვლილია.

„შენ ყოველთვის…“ „შენ არასდროს…“

წინადადების ამით დაწყება უკვე გულისხმობს, რომ ადამიანს შენიშვნას აძლევ და თავიდანვე განაწყობ გაღიზიანებისკენ. თქვი, რას აკეთებს ისეთს, რაც შენ პრობლემას გიქმნის და იფიქრე შედეგზე, რომ რაღაც გამოსწორდეს და არა – საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვაზე.

„შენს ასაკთან შედარებით კარგად გამოიყურები“

ასეთი კომპლიმენტი სიამოვნებს ვინმეს? არავის უნდა, ვინმესთან/რამესთან შედარებით იყოს ჭკვიანი ან ლამაზი. ამის მაგივრად, გამოიყენე ფრაზა: „დიდებულად გამოიყურები“. კომპლიმენტს არ სჭირდება დამატებითი განმსაზღვრელები მეტი დამაჯერებლობისთვის.

„როგორც ადრე ვთქვი“

ამ ფრაზით, ვალდებულს ხდი შენს მსმენელს, რომ მუდმივად ახსოვდეს, რა თქვი. თუ შენი მიზანი ისაა, რომ რაღაც საქმე კარგად შესრულდეს, იზრუნე, რომ კომუნიკაცია იყოს ეფექტური სხვებთან. შენი ნათქვამი თავიდან გაიმეორე და იფიქრე იმაზე, კიდევ რისი დამატება იქნება უკეთესი, რომ უფრო გასაგები გახდეს შენი გზავნილი.

„იღბალი შენკენ“

სამყაროს დასასრული არაა, რა თქმა უნდა, თუ ადამიანს იღბალს უსურვებ, მაგრამ უფრო კარგი ფრაზის შერჩევაც შეიძლება, მაგალითად: „ვიცი, ყველაფერი გაქვს, რაც ამ საქმის წარმატებით შესასრულებლადაა საჭირო“. ეს მას თავდაჯერებულობას გაუზრდის და არ აფიქრებინებს, რომ მისი წარმატება არა იღბალმა, არამედ შესაბამისმა უნარებმა განაპირობა.

„შენ როგორც გინდა“

ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გულგრილი პასუხი, სხვისი თავიდან მოშორების მცდელობაა. არადა, თუ ადამიანი გეკითხება, ესე იგი, მისთვის მნიშვნელოვანია შენი აზრი ხომ? ამიტომ, თქვი: „არც ისეთი კომპეტენტური ვარ ამ ამბავში, თუმცა ჩემი აზრით…“ საკუთარი არც ისე კომპეტენტური აზრის გაზიარებითაც კი, შენ აჩვენებ, რომ გაღელვებს ის, რასაც გეკითხებიან.

 „ნუ, მე არასდროს“

ის, რომ უშეცდომო ხარ და მარცხი არასდროს მოგსვლია, რა თქმა უნდა, სხვებისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი არ არის, განსაკუთრებით, შეცდომის ავტორისთვის. შენი ამგვარი განცხადება სიტუაციას ჩიხიდან კი არ გამოიყვანს, არამედ, უფრო გაართულებს პრობლემის მოგვარებას. „ვწუხვარ“ – თქვი და ერთად, რაციონალურად იფიქრეთ სიტუაციის გამოსწორების გზებზე.

ყოველდღიურ სიტუაციებში, ერთი შეხედვით, კომუნიკაციის უმნიშვნელო ფორმები, საერთო ჯამში, ძალიან დიდ გავლენას ახდენს კარიერულ თუ პირადულ ცხოვრებაზე. ამიტომ, სცადე და სულ მცირედი კორექტირებით, ადამიანებთან სასიამოვნო კომუნიკაციას დაამყარებ.

წყარო: marketer.ge

432 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში