სტაჟირების პროგრამა საქართველოს პარლამენტში

დასაქმება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ეძებს გამორჩეული თვისებების მქონე მოხალისე სტაჟიორებს ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ პარლამენტის ოფისში. კანდიდატებმა უნდა გამოავლინონ ღრმა ინტერესი გამჭვირვალობასთან, ანგარიშვალდებულებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ.

სტაჟირება გამიზნულია აქტიური და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

შერჩეულ კანდიდატებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი წამყვანი ორგანიზაციის მუშაობას და საკუთარი წვლილი შეიტანონ მის საქმიანობასა და მართვაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი; სამუშაო საათები განისაზღვრება სტაჟიორის განრიგის გათვალისწინებით.
ხანგრძლივობა: 3 თვე
ხელმძღვანელი: საპარლამენტო მდივანი

ძირითადი მოვალეობები:

  • კანონპროექტების რეზიუმეს მომზადება;
  • კანონპროექტების მონაცემთა ბაზის განახლება;
  • კვლევის პროცესში მონაწილეობა;
  • პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე დასწრება და მათ შესახებ ინფორმაციის მოწოდება;
  • ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება.

შერჩეული სტაჟიორები იმუშავებენ უშუალოდ საპარლამენტო მდივანთან, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მათ მუშაობას. ისინი დაესწრებიან ტრენინგს და მიიღებენ სასარგებლო რჩევებს მათი პროფესიული განვითარებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამართლის სპეციალობის მესამე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერა, ისე საუბარი);
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების და ბეჭდვის კარგად ცოდნა (Microsoft Word, Excel და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება);
  • ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერის უნარი;
  • კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად;
  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მისიისა და მანდატის სიღრმისეული გააზრება.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge

1. CV (ინგლისურ ან ქართულ ენაზე);
2. სამოტივაციო წერილი რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული სტაჟირების პროგრამით (ინგლისურ ან ქართულ ენაზე).

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 7 აპრილი.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ “საპარლამენტო ოფისი”.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები