სტაჟირების პროგრამა თბილისის მუზეუმებში

დასაქმება

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გთავაზობთ 3-თვიან სტაჟირების პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია სამუზეუმო სფეროში დაინტერესებულ პირთა აქტიური ჩართულობა მუზეუმის თანამედროვე პროცესებში.

სტაჟირების პერიოდში მონაწილეები გაეცნობიან სამუზეუმო და საფონდო საქმიანობის სპეციფიკას. გაივლიან სტაჟირებას გაერთიანების ერთ-ერთ მუზეუმში /გაერთიანებაში აქტიურად ჩაერთვებიან სამუზეუმო მუშაობის შიდა პროცესებში. მიიღებენ მონაწილეობას ღონისძიებების, პროექტებისა და გამოფენების დაგეგმვა-განხორციელებაში.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა CV, აპლიკაციის ფორმა და სამოტივაციო წერილი „ჩემი მუზეუმი“ უნდა გაგზავნოთ მისამართზე participantmuseumunion@gmail.com აპლიკაციის ფორმა

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აპრილი

განცხადების განხილვის შედეგად, შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მონაწილეებს გადასცემს ორენოვანი სერფიტიკატებს. დამატებითად, საჭიროების შემთხვევაში გაიცემა რეკომენდაციები.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები