სად სწავლობდნენ სამეფო ოჯახების წევრები

საინტერესო ფაქტები

ჩვეულებრივი ადამიანები, როგორც წესი, უმაღლეს სასწავლებლებში იმ მიზნით აბარებენ რომ სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კარიერა აიწყონ და შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღონ. მიუხედავად იმისა რომ სამეფო ოჯახის წევრებს არც კარიერი აწყობა და არც ფინანსურ შემოსავლებზე ზრუნვა არ უწევთ, როცა საქმე განათლებას ეხება, მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებს ანიჭებენ უპირატესობას. ალბათ, არავის გაუკვირდება თუ გეტყვით რომ სამეფო ოჯახის წევრები ოქსფორდსა თუ ჰარვარდში სწავლობდნენ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ქულები არ ეყოთ, მაგრამ უნივერსიტეტში მხოლოდ იმიტომ მიიღეს რომ სამეფო ოჯახს წარმოადგენდნენ.

მოდი ვნახოთ, სად სწავლობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრები:

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, ორივე წმინა ენდრიუს უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ისინი უნივერსიტეტში ხელოვნების ისტროიას ეუფლებოდნენ და ერთმანეთიც სწორედ იქ გაიცნეს.

პრინცმა ჰარიმ უმაღლეს განათლებაზე უარი განაცხადა და სამხედრო სამსახურს მიანიჭა უპირატესობა. ის სამეფო სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ ავღანეთში მსახურობდა. რაც შეეხება მის მეუღლეს, სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლს, მან ჩიკაგოში Northwestern-ის უნივერსიტეტი დაამთავრა და როგორც ამბობენ ბეჯითი სტუდენტიც იყო.

ფრიად საინტერესოა ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრის, პრინცესა ეუგენიას უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის ამბავი. როგორც ცნობილია, მან ნიუკასლის უნვიერსიტეტი დაამთავრა, თუმცა ჩაბარებისას მან ქულების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა. მიუხედავად ამისა, პრინცესა ეუგენია უნივერსიტეტში მაინც მიიღეს, როგორც ,,მნიშვნელოვანი პიროვნება”.

გადავინაცვლოთ ესპანეთის სამეფო კარზე. ესპანეთის მეფე ფილიპემ იურისპუდენცია მადრიდის ავტონომურ უნივერსიტეტში ისწავლა, მაგისტრატურა კი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაამთავრა. მისმა მეუღლემ ლეტიციამ, რომელიც ტელეწამყვანი იყო, ჟურნალისტის ბაკალავრის დიპლომი მადრიდის კამპლუტენსეს უნივერსიტეტში აიღო.

რაც შეეხება არაბულ ქვეყნებს. ბრუნეის სულთანის ვაჟმა, Al-Muhtadee Billah-მა სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების განხირთ დაასრულა.

იორდანიის დედოფალი რანია კაიროს ამრიკულ უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობდა. მისმა ვაჟმა, ჰუსეინმა 2016 წელს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში დაასრულა სწავლა, ქალიშვილმა კი სკოლა გასულ წელს დაამთავრა, ის ამანის საერთაშორისო აკადემიაში სწავლობდა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები