Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტური ვაკანსიები სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე

სტუდენტური ვაკანსიები სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე
April 13
12:03 2019

სს “თიბისი დაზღვევა” აცხადებს ვაკანსიებს სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.

შრომის ანაზღაურება: საკომისიო
სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:

  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ამ თანამდებობის მიზანია პოტენციური მომხარებლების მოზიდვა და სადაზღვევო მომსახურების/პროდუქტების გაყიდვების ზრდის მხარდაჭერა

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
  • არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.
  • სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
  • საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
  • მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Agents-Region@tbcinsurance.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი: “სადაზღვევო აგენტი/ქუთაისი”.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

სს “პსპ დაზღვევა” აცხადებს არასიცოცხლის დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.

ფუნქცია – მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიებისათვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა.
  • პოტენიური კლიენტებისთვის შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება.
  • ბაზრის კვლევა, პროდუქტის განვითარების მიზნით საჭირო რეკომენდაციების გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი და დამაჯერებლობა საუბრისას
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ინდივიდუალური (სტუდენტებისთვის ლექციების განრიგზე მორგებული)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ipsp.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 აპრილი.

114 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში