Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კიმ კარდაშიანმა სამართლის შესწავლა დაიწყო

კიმ კარდაშიანმა სამართლის შესწავლა დაიწყო
April 17
16:22 2019

კიმ კარდაშიანი იმ კრიტიკოსებს პასუხობს, ვინც მიიჩნევს, რომ მას სამართლის შესწავლა მხოლოდ თავისი ფინანსური შესაძლებლობებისა და სტატუსის გამო შეუძლია. ამის შესახებ BBC წერს.

კიმმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ მეცადინეობს ის. ამერიკელი მოდელი ამბობს, რომ გამოცდებისთვის მზადებას დღის განმავლობაში რამდენიმე საათს უთმობს.  ის აღნიშნავს, რომ ძალიან გადაიღალა, რადგანაც, ხშირად ღამე უწევს მეცადინეობა, მას შემდეგ რაც შვილებს დააძინებს. ამასთან, კარდაშიანის თქმით, დასვენების დღეებსაც ძირითადად მეცადინეობას უთმობს.

კარდაშიანს ის ფაქტიც გაუხსენეს რომ მას კოლეჯი არ დაუმთავრებია და ეს მის ადვოკატობას ხელს შეუშლიდა. როგორც კარდაშიანმა კრიტიკოსებს უპასუხა, მას ნამდვილად არ დაუმთავრების კოლეჯი. თუმცა, მისი განმარტებით, ადვოკატობისთვის 60 კრედიტის დაგროვებაც საკმარისია, კარდაშიანს კი კოლეჯში 75 კრედიტი აქვს დაგროვილი.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

კიმ კარგადშიანმა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები 2022 წელს უნდა ჩააბაროს.

78 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში