ბრაზილიელმა წყვილმა განადგურებული ტყე აღადგინა

საინტერესო ფაქტები

ბრაზილიელი ფოტოგრაფი სებასტიან სალგადო ბრაზილიაში, მინას-ჟერაისში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც 1994 წელს რუანდის გენოციდზე ფოტორეპორტაჟი გააკეთა. მას სურდა, ისევ ენახა მინდვრებითა და ტყეებით დაფარული მისი მშობლიური მხარე, თუმცა აღმოაჩინა, რომ მიწის მხოლოდ 0,5% დარჩა ხეებით დაფარული.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

სებასტიანმა ცოლთან ერთად გადაწყვიტა აღედგინა ყველაფერი და მათ 24 მუშა შეუერთდა, მოგვიანებით კი – არაერთი მოხალისე. წყვილი საკმაოდ ცნობილი გახდა და მათ ბევრი ფულადი შემოწირულობა და ათასობით ნერგი მიიღეს.

1998 წლიდან დღემდე წყვილმა დაახლოებით 2 მილიონამდე ნერგი დარგო.

წყარო: imedinews.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები