შეკვეთილში Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება

აქტუალური

16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის Masters of the Sun Vol.1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

Black Eyed Peas („ბლექ აიდ ფის“) „გრემის“ 6 ჯილდოს მფლობელი ამერიკული მუსიკალური პროექტია, რომელიც სამი არტისტისგან, will.i.am, apl.de.ap და Taboo-სგან შედგება. რაც შეეხება Fergie-ს, მან ბოლო წარმატებული ალბომის შემდეგ, სოლო კარიერა განაახლა და სხვადასხვა არტისტთან თანამშრომლობა დაიწყო, რის გამოც საბოლოოდ Black Eyed Peas-თან ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა.

☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

Black Eyed Peas-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 30 აპრილიდან ორი ინტერნეტპლატფორმის, tkt.ge და eventer.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება.

ჯგუფი 1995 წელს დაარსდა და თავდაპირველად ძირითად აქცენტს ჰიპ-ჰოპზე აკეთებდა, მოგვიანებით კი შემოქმედებითი საქმიანობის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაზარდა და Black Eyed Peas გლობალური მუსიკალური ფენომენი გახდა.

Black Eyed Peas-ის გარდა, 2019 წლის სეზონზე „ბლექ სი არენა“ არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს, რომელთა ჩამონათვალიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები