7-16 მაისს თბილისში სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

ივენთი

7-16 მაისს თბილისში სტუდენტური ფესტივალი გაიმართება. თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი 36 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. დედაქალაქის მერის განცხადებით, ფესტივალისთვის სპეცილური სივრცე დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში მოეწყობა და ახალგაზრდები კულტურულ და სპორტულ სანახაობებს წარმოადგენენ.

7 მაისს, 20:00 საათზე ახალი თბილისის ტერიტორიაზე (მის: დიღომი ოლიმპიური პარკი) გაიმართება ფესტივალის დაწყებისადმი მიძღვნილი

საზეიმო ღონისძიება შემდეგი პროგრამით:
ფესტივალის ოფიციალური გახსნა.
მონაწილე უნივერსიტეტებისთვის სამახსოვრო სიგელების გადაცემა.
ჯგუფი “სახე”.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

პირველად 2019 წლის სტუდენტურ ფესტივალში ჩაერთვება ყველა საუნივერსიტეტო ქალაქი და მის განსახორციელებლად მოეწყობა სტუდენტური ქალაქი ახალი თბილისის ტერიტორიაზე, სადაც ჩატარდება შემდეგი სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები:
მინი ფეხბურთი;
ქუჩის კალათბურთი;
ფრენბურთი;
ქართული ცეკვა;
ხალხური სიმღერა;
თანამედროვე ცეკვა;
მუსიკალური ბენდების კონკურსი.

ფესტივალში ჩართვა შეუძლია საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.

გამოვლინდება სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებული უნივერსიტეტი, იაქტიურეთ და უგულშემატკივრეთ თქვენს სტუდენტებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენივე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები