“HaHa” რეაქციის გამოყენების სიხშირით საქართველო ტოპ 50 ქვეყანაში მოხვდა

მხიარული ინფო

5 მაისს მსოფლიომ სიცილის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, Socialbakers-მა ფეისბუქიდან ინფორმაცია გამოითხოვა იმის თაობაზე, თუ რომელი ქვეყნებიდან იყენებენ ჰაჰა რეაქციას ყველაზე ხშირად.

ჰაჰას გამოყენების სიხშირით, 50 ტოპ ქვეყანაში საქართველო რიგით 44-ეა. პირველ ადგილზეა პერუ, მას საფრანგეთი, მექსიკა და გერმანია მოჰყვება.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მონაცემები 2018 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდისაა. ფეისბუქზე ჯამურად გამოყენებული ჰაჰა რეაქციის 1,23% საქართველოზე მოდის.

წყარო: on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები