Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტური ფესტივალი 2019 გაიხსნა

სტუდენტური ფესტივალი 2019 გაიხსნა
May 08
10:36 2019

ჩვენ უახლოეს მომავალში შევქმნით ახალ ახალგაზრდულ პლატფორმას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდული ფესტივალები საქართველოს ყველა კუთხეში ჩავატაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტუდენტურ ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა განათლებასა და ახალგაზრდობაზე, როგორც ეროვნულ იდეაზე. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში სტუდენტობა ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა და სწორედ ისინი არიან ჩვენი სახელმწიფოს მამოძრავებელი ძალა.

„ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის მთავარია, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი იყოს, არსებული რესურსი ჩადოს არა მომავალ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში განახორციელოს ინვესტიცია ახალგაზრდებში. ერთადერთი გარანტი, რომ ეს ასე იქნება, არის ჩვენი ეროვნული იდეა – რომ ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის უნდა იყოს მიმართული განათლებაზე, ახალგაზრდებზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე. თითოეულმა ჩვენგანმა მხარი უნდა დავუჭიროთ ამ დიდ იდეას. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ყოველდღე ვკითხულობ ჩვენი ახალგაზრდების წარმატებას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და პერსპექტივა. თქვენ ხართ ყველაზე ენერგიული, აქტიური, შემოქმედებითად მოაზროვნე და უკომპრომისო ადამიანები, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს და სტუდენტური ფესტივალის ორგანიზატორებსა და თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა.

ფესტივალის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ფესტივალისთვის ოლიმპიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტური ქალაქი მოეწყო, სადაც 10 დღის განმავლობაში სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები ჩატარდება. ფესტივალში თბილისსა და საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედი 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული. ფესტივალის გახსნას სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 10 ათასამდე სტუდენტი დაესწრო.

7-16 მაისს თბილისში სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

61 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2019
M T W T F S S
« Apr    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031