Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ვალირიულ ენას მსოფლიოში 1,2 მილიონამდე ადამიანი სწავლობს

ვალირიულ ენას მსოფლიოში 1,2 მილიონამდე ადამიანი სწავლობს
May 10
13:59 2019

სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ ზოგიერთი პერსონაჟი გამოგონილ ენაზე საუბრობს, როგორიცაა მაგალითად ვალირიული და დოთრაკიული. ეს ენები სერიალისთვის ლინგვისტმა დევიდ პეტერსონმა გამოიგონა. მას კარიერის განმავლობაში 50-მდე ენა აქვს შექმნილი, თავისი გრამატიკით და დამწერლობით.

„ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ავტორს ჯორჯ მარტინს წიგნებში ენები აღწერილი აქვს, თუმცა ცალკე ენა არ შეუქმნია. მას ვალიერიულად მხოლოდ ორი სიტყვა აქვს შექმნილი – „ვალარ მორგულის“ და „ვალარ დოჰაერის“.

სერიალის პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ ეკრანიზაციისთვის აუცილებელი იყო ენის შექმნა, ამიტომ გამოაცხადეს კონკურსი.

პეტერსონმა კონკურსში გაიმარჯვა და მას სთხოვეს შეექმნა ვალირიული ენა. დღეს დოთრაკიულ ენაში დაახლოებით 4 000 სიტყვაა, ხოლო ვალირიულში – 2 000.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

პოპულარულმა ონლაინ-პლატფორმამ Duolingo-მ თავის ენის კატეგორიაში ვალირიულიც დაამატა, რომელსაც დღეს 1,2 მილიონამდე ადამიანი სწავლობს. ის განსაკუთრებით პოპულარულია ბრიტანელებში, სადაც ვალირიულს 100 ათასზე მეტი ადამიანი სწავლობს.

„ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ საგის ისტორიის მიხედვით, ვალირია კუნძული იყო, რომელზეც დრაკონის მფლობელი ვალირიელები ცხოვრობდნენ, მათ შორის იყვნენ ტარგარიენები, რომელთა შთამომავალი სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი დეინერის ტარგარიენია. ვალირია ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ განადგურდა, თუმცა მათი გავლენა მთელ აღმოსავლეთ კონტინენტზე ვრცელდებოდა.

„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის პირველი სერიის პრემიერა 14 აპრილს გაიმართა.

წყარო: imedinews.ge

296 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2019
M T W T F S S
« Apr    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031